"აიაქსი" პოტერს ვერ შეუთანხმდა და ახლა ფარიოლის ელაპარაკება

AutoSharing Option
ნიდერლანდური გამოცემა AD-ის ინფორმაციით, "აიაქსსა" და გრემ პოტერს შორის შეთანხმება ვერ შედგა. მიზეზი ისაა, რომ "ჩელსის" ყოფილი თავკაცის მოთხოვნილსა და ამსტერდამული გუნდის ხელმძღვანელობის მიერ შეთავაზებულ წინადადებაში დიდი სხვაობა იყო.

ახლა ნიდერლანდური გრანდი "ნიცას" მწვრთნელ ფრანჩესკო ფარიოლისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. 35 წლის იტალიელის მეთაურობით, ფრანგული გუნდი შესანიშნავად გამოიყურება და ძალიან ცოტა გოლს უშვებს.

შეგახსენებთ, რომ "აიაქსის" საკუთრებაა ჯერ კიდევ გიორგი მიქაუტაძე, რომელიც დიდი ალბათობით, ზაფხულში ამ გუნდთან დაკავშირებული აღარ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
იტალიელი მწვრთნელი აიაქსში?ეს შეუძლებელია.ახალ ველოსიპედს იგონებენ.შეუძლებელია აიაქსმა დაცვითი სტილი ითამაშოს ნიცასავით.
Master
16:33 01-05-2024
0

სიახლეები პოპულარული