"მერსისაიდელების" ყოფილმა თავდამსხმელმა მაიკლ ოუენმა სლოტის შესახებ ისაუბრა.
"მაქვს თუ არა ეჭვები, რომ სლოტის დანიშვნით "ლივერპული" საკუთარ სახეს დაკარგავს? დიახ, ამის ნამდვილად მეშინია. იმედი მაქვს, ეს არ მოხდება. მომდევნო სეზონის დასაწყისში ყველა ოპტიმიზმით სავსე იქნება. თამაშის განსხვავებული სტილი, ერთი-ორი ახალი მოთამაშე... მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ დიდ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ.
არ
თუმცა, რა თქმა უნდა, "მერსისაიდელების" გულშემატკივრები ძალიან ნერვიულობენ. მათ ახსოვთ, რა მოხდა "არსენალში", "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ჩელსიში", როცა ამ გუნდებმა მწვრთნელები შეცვალეს", - განაცხადა ოუენმა.