ჩიხურა-მეტალურგი (დ) 1:0 - დობროვოლსკის ფანტასტიკური გოლით [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
6 თებერვალს, საჩხერის "ჩიხურამ" თურქულ შეკრებაზე მორიგი სპარინგ-მატჩი უკრაინის ჩემპიონატის მეათეადგილოსან დონეცკის "მეტალურგთან" გამართა და ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.

სოსო ფრუიძის გუნდს გამარჯვება 49-ე წუთზე დენის დობროვოლსკიმ მოუტანა, რომელმაც უკრაინელთა კარი ზუსტად მოედნის ცენტრიდან, ფანტასტიკური გოლით დალაშქრა.

"ჩიხურამ" მატჩი ბელეკში ამ შემადგენლობით დაიწყო: ზარქუა, ღონღაძე, კაშია, ლუბჩაკი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, მანჯგალაძე, განუგრავა, კორიფაძე, ტროიანოვსკი, დეკანოიძე.
შეცვლაზე შემოვიდნენ: ჭელიძე, კუჭუხიძე, კაკაშვილი.

6 თებერვალს, საღამოს "ჩიხურა" მეორე შემადგენლობით შვეიცარიულ "არაუს" გაეჯიბრება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
წლის გოლია ყოჩაღ დიბროვოლსკი
Giogio
17:27 07-02-2015
0
საჩხერეს ჭირდება ესეთი კარგი ნახევარმცველი.საგოლ
Chixo1
23:15 06-02-2015
0

სიახლეები პოპულარული