ტიტო ვილანოვა: როცა მჭირდებოდა, ხოსეპ გვარდიოლა ჩემ გვერდით არ იყო!

AutoSharing Option
16 ივლისს "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ და სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ჩანს, ტიტო ხოსეპ გვარდიოლაზე ნაწყენია. ვილანოვას ეწყინა, როგორც პეპის ბოლო გამონათქვამები, ასევე ის, თუ როგორ იქცეოდა პეპი, როცა ტიტო ავად იყო და მკურნალობდა.

"ყველამ კარგად იცის, რომ არასოდეს ვცდილობ, ვინმეს პერსონალურად შევეხო. მე მხოლოდ ფეხბურთზე ვლაპარაკობ, მაგრამ პეპის გამონათქვამების მოსმენის შემდეგ, ვფიქრობ, მეც უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი.

გვარდიოლას ნათქვამმა გაოცებული დამტოვა. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს "ბარსას" ხელმძღვანელობაში ჩემი ავადმყოფობის გამოყენება უნდოდა პეპზე თავდასასხმელად. პირიქით, ისინი
ყოველთვის მეხმარებოდნენ, რითაც შეეძლოთ.

ორი თვე გავატარე ნიუ იორკში ოპერაციის მერე და პეპს არ შევხვედრივარ, მაგრამ ეს არ იყო ჩემი ბრალი, მან ასე გადაწყვიტა, თუმცა პეპის ადგილზე მე სხვანაირად მოვიქცეოდი. მაშინ ძალიან ცუდი დროება მქონდა და მხარში დგომა მჭირდებოდა"
.

ტიტო ვილანოვამ ტრანსფერებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ ძალიან გაბრაზებულია ტიაგო ალკანტარას წასვლით. თუმცა ამაში პეპ გვარდიოლას არ ადანაშაულებს. უბრალოდ, გული სწყდება, რომ ასე საჭირო ფეხბურთელი დაკარგა გუნდმა.

ვილანოვამ სამომავლო გეგმებზეც ილაპარაკა: "ერთი ცენტრალური მცველი გვჭირდება. ტიაგო სილვა ის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან მოგვწონს, თუმცა არიან სხვებიც".

ვილანოვამ ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან განსაკუთრებით სერხი რობერტოს პროგრესი გამოყო და აღნიშნა, რომ რობერტო ამ სეზონში თავს გამოიჩენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სანდრო როსელი: ხოსეპ გვარდიოლას ნათქვამმა შოკში ჩაგვაგდო!
"ბარსელონას" პირველ ვარჯიშს 12 ფეხბურთელი დაესწრო [ფოტოგალერეა]
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვარდიოლას საქციელს მე ვერ განვიხილავ,არ ვიცი,მაგრამ ალკანტარას რაც შეეხება,ვფიქრობ ვილანოვა მის მიმართ არ იყო მართალი როცა ის მოედანზე იშვიათად გაყავდა.ვილანოვა არ იყო მართალი არც ვილას მიმართ,ეს ბრწყინვალე ფეხბურთელი მან უბრალოდ აიძულა,რომ გუნდიდან წასულიყო.ჩემი აზრით ეს ორივე დიდი შეცდომაა და ამას ბარსას ბოსები მალე ინანებენ.
მამუკა
21:00 16-07-2013
0

სიახლეები პოპულარული