უცხოპლანეტელები "ალიანს არენაზე", "სტემფორდ ბრიჯსა" და "იუვენტუს სტედიუმზე" იყვნენ

AutoSharing Option
როგორც ირკვევა, გერმანული ფეხბურთის ლეგენდა, ამჟამად მიუნხენის "ბაიერნის" საპატიო პრეზიდენტი ფრანც ბეკენბაუერი სრულ გონებაზეცაა და არც რაიმე პარანორმალურ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

სულ ახლახან ბეკენბაუერმა უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ გამოაცხადა და თქვა, რომ მომხვდურებს დედამიწელებთან ფეხბურთის თამაში სურთ.

როგორც ირკვევა, ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მცველის ვიდეომიმართვა სარეკლამო აქციის ნაწილია.

შავმოსასხამიანი "უცხოპლანეტელები" უკვე სტუმრობდნენ მიუნხენში "ალიანს არენას", ტურინში "იუვენტუს სტედიუმსა" და ლონდონში "სტემფორდ ბრიჯს".

ბრიტანული პრესის ცნობით, "უცხოპლანეტელების" გამოჩენა, სავარაუდოდ, Samsung-ის მარკეტინგული აქცია Winner Takes Earth-ის ნაწილია.
Sportall.Ge

შეგახსენებთ, დამატებითი ინფორმაცია ბეკენბაუერმა, უცხოპლანეტელების სტუმრობასთან
დაკავშირებით, 1-ელ ნოემბერს უნდა გააკეთოს.

ასევე იხილეთ:
ფრანც ბეკენბაუერი: უცხოპლანეტელები შემხვდნენ, ჩვენთან ფეხბურთის თამაში უნდათ! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული