მაკედონია-ინგლისისთვის ფინეთ-ესტონეთში

AutoSharing Option
საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა შეკრება საკალათბურთო აკადემიის დარბაზში დაიწყო. კადეტთა გუნდს 28 ივლისიდან 7 აგვისტომდე მაკედონიის ქალაქ შტრუმიცაში ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მოუწევს თამაში. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან: მაკედონიის, ინგლისის, ლუქსემბურგისა და რუმინეთის ნაკრებები.

გია კაზანჯიანის ხელმძღვანელობით ნაკრების 19 კანდიდატი ვარჯიშობს. კადეტები 10 ივლისს ესტონურ-ფინურ შეკრებაზე მიემგზავრებიან. ტალინში კაზანჯიანის გუნდი ესტონეთთან 2 საკონტროლო მატჩს გამართავს, ხოლო შემდეგ ჰელსინკიში გადავა, სადაც ფინელ თანატოლებს ასევე ორჯერ გაეჯიბრება. 16-წლამდელთა ნაკრები დღესდღეობით ამ შემადგენლობით ემზადება:

უკანა ხაზი: გიორგი დვალი (რუსთავი), ზეზვა ლილუაშვილი (აკადემია), ნუგზარ აბულაძე
(ენერჯი), ლევან გორდულაძე (ზაზა), გიორგი გუგეშაშვილი
ფორვარდები: ნიკა ამირხანაშვილი (აკადემია), საბა ჯაყელი (აკადემია), თორნიკე ქიტოშვილი (რუსთავი), ედუარდ ლომთაძე (ავერსი), ბექა დარახველიძე (აკადემია), სანდრო ბოლქვაძე (ჰიუნდაი), კახა ტომარაძე (ჰიუნდაი), ნიკა ცქიტიშვილი (აკადემია), ლევან ანთაძე (სსაუ), ბექა წილოსანი (სსაუ), სოსო მაჭავარიანი, უჩა გამრეკლიძე
ცენტრები: აჩიკო პულუზაშვილი (ზაზა), ბადრი ჭიხვარია (სსაუ)

გავესაუბრეთ 16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია კაზანჯიანს:
- შეკრება 6 ივლისს დავიწყეთ, ისე კი 16-წლამდელთა ნაკრები გასული სეზონის დასაწყისში შეიკრიბა. მოგეხსენებათ, კადეტთა გუნდი 18-წლამდელთა ჩემპიონატში მონაწილეობდა. სეზონის განმავლობაში მრავალი კანდიდატი გამოიცადა. რაც შეეხება წინასაჩემპიონატო შეკრებას, იგი 6 ივლისს დავიწყეთ, რადგან 16-წლამდელთა ჩემპიონატის დასრულებას ველოდებოდით.

- ევროპის ჩემპიონატამდე შეკრებას ესტონეთსა და ფინეთში გაივლით...
- ეს იქნება ძალიან საჭირო და დროული გასვლა. ამ თამაშებში ბევრი რამე გამოჩნდება. გუნდის წევრები შეთამაშდებიან, კარგად დავინახავ თითოეულის პლუს-მინუსებს. საქმეში გამოვცდით იმ კომბინაციებს, რომლებსაც შეკრებაზე ვამუშავებდით.

- ესტონეთში რამდენ კანდიდატს იახლებთ?
- უცხოურ შეკრებაზე 14 კალათბურთელს წავიყვანთ. შემადგენლობას გამგზავრებამდე 1 დღით ადრე დავასახელებ.

www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული