მორიგი ტალანტი ქუთაისიდან

AutoSharing Option
გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონური შეკრება დაასრულა. ქართველმა კადეტებმა ტალინში ადგილობრივებთან ორი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს, ჯერ დამარცხდნენ, შემდეგ მოიგეს.

პირველი შეხვედრის საწყის 30 წუთში თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე პერიოდში ესტონელებმა იძალეს (22:15) და მატჩიც თავის სასარგებლოდ დაასრულეს. ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი გადალახეს სანდრო ბოლქვაძემა და ნუგზარ აბულაძემ, ხოლო უჩა გამრეკლიძეს ორმაგ დუბლამდე თითო ქულა-მოხსნა დააკლდა. მან ეს დანაკლისი მეორე მატჩშივე აინაზღაურა და ეფექტური "დაბლ-დაბლის" შემოქმედი გახდა - 17 ქულა, 18 მოხსნა. აქვე უნდა აღინიშნოს: იგი 1996 წელსაა დაბადებული და
16–წლამდელთა ნაკრებში მომდევნო წელსაც მოუწევს თამაში. უჩა ქუთაისელია და უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთში, საკუთარ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. მან საქართველოს ნაკრებში გამოძახება სიამოვნებით მიიღო და კადეტთა ნაკრების წინა ხაზიც საგრძნობლად გააძლიერა.

მიუხედავად იმისა, რომ ესტონელებთან მეორე მატჩის დასკვნითი მეოთხედის წინ ქართველები 6 ქულის სხვაობით აგებდნენ, ბოლო 10 წუთში მდგომარეობა გამოასწორეს და რევანშიც აიღეს - 71:69.

ესტონური შეკრების დასრულების შემდეგ კადეტები ფინეთში გადავიდნენ, სადაც ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებენ.

ესტონეთი-საქართველო 64:53
18:13, 14:15, 10:10, 22:15
საქართველო: ბოლქვაძე (30 წ. 14 ქ. 4 მ.), ამირხანაშვილი (13 წ. 5 ქ.), ლილუაშვილი (21 წ.), ტომარაძე (10 წ.), დვალი (5 ქ.), აბულაძე (27 წ. 12 ქ. 4 მ.), დარახველიძე (31 წ. 4 ქ. 9 მ.), პულუზაშვილი (19 წ. 7 ქ. 6 მ.), კიტოშვილი (7 წ.), ჯაყელი (2 წ.), ცქიტიშვილი (13 წ. 2 ქ. 8 მ.), გამრეკლიძე (21 წ. 9 ქ. 9 მ.).

ესტონეთი-საქართველო 69:71
17:14, 13:14, 23:19, 16:24
საქართველო: ბოლქვაძე (20 წ. 7 ქ. 8 მ.), ამირხანაშვილი (9 წ.), ლილუაშვილი (15 წ. 3 ქ. 3 ჩ.), ტომარაძე (21 წ. 6 ქ. 3 მ . 3 ჩ.), დვალი (13 წ. 3 ქ. 3 ჩ.), აბულაძე (23 წ. 19 ქ.), გორდულაძე (2 წ.), დარახველიძე (15 წ. 3 ქ. 5 მ.), პულუზაშვილი (9 წ. 6 ქ.), კიტოშვილი (15 წ. 4 ქ.), ცქიტიშვილი (25 წ. 3 ქ. 14 მ.), გამრეკლიძე (31 წ. 17 ქ. 18 მ.).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული