მაკედონიაც გავისტუმრეთ - 87:75

AutoSharing Option
საქართველო-მაკედონია 87:75
18:15, 17:16, 24:24, 28:20
საქართველო: ბაქრაძე (19 წთ, 2ქ), ჩიკვილაძე (25 წთ, 9ქ, 4მ), შენგელია (38 წთ, 40 ქ, 16 მ, 3 ჩ, 5 დ), ბოქოლიშვილი (24 წთ, 6ქ), თენიეშვილი (21 წთ, 6ქ), ლეჟავა (21 წთ, 5ქ), სანაძე (24 წთ, 8ქ), რევაზაშვილი (11 წთ, 4ქ), დვალიშვილი (19 წთ, 7ქ).
მაკედონია: აპოსტოლოვი (11ქ), ტოდოროვი, დიკოვსკი (6ქ), გაიდადიევი, ოსმანი (20ქ, 9მ, 3პ), მარკოვსკი (4ქ, 5მ), გუროვსკი (21ქ, 4პ), დელიპეტროვი (2ქ), პეტროვი (11ქ).

A ჯგუფი
პოლონეთი-რუმინეთი 62:70
ესტონეთი-შვეიცარია 91:64

გუნდი თ მ წ ქ
1. ესტონეთი 2 2 0 4
2. საქართველო 2 2 0 4
3. პოლონეთი 2 1 1 3
4. რუმინეთი 2 1 1 3
5. მაკედონია 2 0 2 2
6. შვეიცარია 2 0 2 2

დღეს
22:00 საქართველო-პოლონეთი
22:00 მაკედონია-ესტონეთი
22:45 შვეიცარია-რუმინეთი

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიის შემდეგ მაკედონიაც დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისკენ სერიოზული ნაბიჯი გადადგა.

მართალია, დავით უსტიაშვილის შეგირდებს კიდევ სამი მატჩი აქვთ ჩასატარებელი, მაგრამ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ჩვენი 20-წლამდელები უფრო მოუმატებენ და ჯგუფში საუკეთესო ორ გუნდს შორის ადგილს არ დათმობენ. ამ საქმეში ქართველებს რუმინელებიც დაეხმარნენ, რომლებმაც მეორე ტურში პოლონეთს სძლიეს...
თუ საწყის ტურში შვეიცარიასთან მწვრთნელმა თორნიკე შენგელია 27 წუთი ათამაშა, მაკედონიასთან იგი მხოლოდ 2:12 წუთი დაასვენა და...

შენგელია, როგორც იტყვიან, ნახევარი გუნდი იყო: 40 ქულა, 16 მოხსნა, 5 დაფარება, 3 ჩაჭრა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. მასზე მაკედონელები 8-ჯერ დაჯარიმდნენ. თორნიკემ 17-დან 13 ორქულიანი, 12-დან 11 საჯარიმო და 5-დან 1 სამიანი გამოიყენა.

სწორედ მისი დამაჯერებელი თამაში გახდა წარმატების საწინდარი: სირენამდე 5:47 წუთით ადრე ქართველები მხოლოდ 3 ქულის სხვაობით იგებდნენ - 68:65. დარჩენილ დროში შენგელიამ 12 ქულა ჩააგდო... გადამწყვეტ მომენტში ასევე მნიშვნელოვანი იყო მერაბ ბოქოლიშვილის სამქულიანი - 73:65...

საყურადღებოა, რომ მაკედონელებს ბოლო წუთებში ვერ დაეხმარნენ ლიდერები (პეტროვი, გუროსკი, აპოსტოლოვი და მარკოვსკი), რომლებმაც ხუთ-ხუთი ჯარიმა მიიღეს.

დღეს, 16 ივლისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავს - პოლონეთი, რომელმაც პირველ ტურში მაკედონიას მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მესამე პერიოდი დამთავრდა.
Estonia U20 62 - 68 Georgia U20 მოვიგებთ და პირველზე ვართ )))
aleqsa
00:16 18-07-2011
0
საქართველო-პოლონეთი 78-69(27-17;21-15;11-23;19-14)!!!მიდით ბიჭებო ასე გააგრძელეთ!!!გილოცავთ და გაიხარეთ!!!
tengo
23:39 16-07-2011
0

სიახლეები პოპულარული