ფინელები ჩვენზე ძლიერები ყოფილან

AutoSharing Option
საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ფინეთში მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც დამარცხდა - 60:84. ქართველებმა პირველი მეოთხედი თანაბარ ბრძოლაში გალიეს, თუმცა დიდი შესვენების წინ ფინელი 16-წლამდელები 39:25 დაწინაურდნენ და მეორე ტაიმში ჩვენს კადეტებს თამაშის შემობრუნების შანსი აღარ ჰქონიათ.

გია კაზანჯიანის შეგირდთაგან ორმაგი დუბლი ორმა კალათბურთელმა შეასრულა: უჩა გამრეკლიძემ და ბექა დარახველიძემ. პირველმა 14 ქულა და 15 მოხსნა მოაგროვა, მეორემ - 10 ქულა და 12 მოხსნა.

ფინელთაგან ამჯერედაც ანტონ ოდიბასი გამოირჩა - 24 ქულა ჩააგდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული