ჭაბუკები დღეს იწყებენ

AutoSharing Option
დღეს, 21 ივლისს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში (B დივიზიონი) ჩაერთვება.

შეჯიბრების სისტემა ისეთივეა, როგორიც 20-წლამდელებში: პირველი ჯგუფური ეტაპიდან 2-2 გუნდი გადის. შემდეგ შეიქმნება ორი ოთხგუნდიანი ჯგუფი, საინადაც ასევე ორ-ორი საუკეთესო ნახევარფინალში გავა. 2012 წელს კი ევროპის ჩემპიონატზე B დივიზიონის ორი ფინალისტი ითამაშებს.

რამდენად რეალურია საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მიერ ელიტის საგზურის მოპოვება, დღეს ძნელი სათქმელია. შეჯიბრების დაწყებასთან ერთად გამოიკვეთება აუტსაიდერთა და ფავორიტთა ვინაობა. იმედი დავიტოვოთ, რომ მიხეილ ბერუაშვილის გუნდი პირველივე ეტაპიდან გაერევა ფავორიტთა რიგებში.

ბევრს გადაწყვეტს დღევანდელი მატჩი
უნგრეთთან...

A ჯგუფის კალენდარი
21 ივლისი
15:45 უნგრეთი-ავსტრია
20:15 საქართველო-ლუქსემბურგი

22 ივლისი
15:45 საქართველო-უნგრეთი
20:15 ბულგარეთი-ლუქსემბურგი

23 ივლისი
15:45 საქართველო-ავსტრია
20:15 უნგრეთი-ბულგარეთი

24 ივლისი
15:45 ლუქსემბურგი-უნგრეთი
20:15 ბულგარეთი-ავსტრია

25 ივლისი
15:45 ავსტრია-ლუქსემბურგი
20:15 ბულგარეთი-საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული