18-წლამდელები უნგრეთთან დამარცხდნენ

AutoSharing Option
საქართველო-უნგრეთი 41:69
11:15, 10:17, 9:25, 11:12
საქართველო: ჩოჩია (20 წთ, 8ქ, 4მ, 2ჩ), ნადირაძე (10 წთ, 4ქ, 2მ), რამიშვილი (16 წთ), ბურჯანაძე (31 წთ, 7ქ, 7მ, 2ჩ), კვანტალიანი (18 წთ, 4ქ, 3მ), ლოლიშვილი (17 წთ, 6ქ, 2მ, 2ჩ), მიქელაძე (32 წთ, 7ქ, 2მ, 4პ, 3ჩ), ლობჟანიძე (15 წთ, 3ქ, 3მ), ცირეკიძე (19 წთ, 4მ, 5ფ), როგავა (7 წთ), გრძელიძე (7 წთ), ჯინჭარაძე (8 წთ, 2მ).
უნგრეთი: კოვაჩსი (12ქ, 6ჩ, 3პ), პოლიაკი (10ქ, 6მ, 4პ), ბ. ნაგი (5ქ), იაკაბი (12ქ), ასზტალოსი (5ქ),
ს. ნაგი (5ქ, 8მ), მისეკი (3ქ), გარამვოლგი, ბოგნარი (2ქ), დანკო (4ქ), ვარგა (7ქ, 6მ), დობოში (4ქ, 7მ).

საქართველოსა და უნგრეთის 18-წლამდელთა ნაკრებების მატჩის ოქმში შეცდომა არ არის - ჩვენმა ჭაბუკებმა 40 წუთში მართლაც 41 ქულა ჩააგდეს. არადა, როგორი იმედით ველოდით 18-წლამდელთა B დივიზიონის მატჩების დაწყებას?! ერთი წაგება ჯგუფში ჩარჩენას ნამდვილად არ ნიშნავს, მაგრამ ქართველებს ხომ ყოველთვის დიდი ამბიციები გვაქვს და რატომღაც გვეგონა, რომ ჩვენი გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად (დივიზიონის ორ საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისთვის) იბრძოლებდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაზე მეტად მარცხს თავად 18-წლამდელთა ნაკრების წევრები უნდა განიცდიდნენ...

...თუმცა ჯერ ყველაფერი დაკარგული არ არის, მათ აქვთ შანსი დაამტკიცონ, რომ უნგრეთთან განცდილი მარცხი არასათანადო აკლიმატიზაციის, მეტოქის შეუსწავლელობის (ამის საშუალება არ ჰქონდათ) და საერთოდაც, შემთხვევითობის ბრალი იყო. როგორ დავიჯეროთ, რომ მხოლოდ უნგრელი დამცველების ბრალი იყო, ბექა ბურჯანაძემ მხოლოდ 7 ქულა რომ ჩააგდო?

ჰოდა, ხვალ, საქართველოს ნაკრებს რეაბილიტაციის იდეალური შანსი მიეცემა: მასპინძელ ბულგარელებთან უნდა დაგვანახოს, ჯგუფის აუტსაიდერი რომ არ არის. ეს უნდა იყოს ჩვენი გუნდის ყველაზე პრინციპული მატჩი B დივიზიონში, რადგან შემდეგ რჩება ლუქსემბურგთან დაპირისპირება... ქართველებს ბულგარეთთან შეხვედრის წინ ერთი ფაქტორიც შეუწყობს ხელს - უნგრეთთან მატჩის მიხედვით მასპინძლებს შეექმნებოდათ შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ნაკრები იოლად დასაძლევი კრებულია...

მანამდე უნგრეთთან მატჩს დავუბრუნდეთ. ვინაიდან შეხვედრის ხილვის საშუალება არ გვქონია, წაგების მიზეზებზე მხოლოდ სტატისტიკის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ.

ჯერ ქართველებისა და უნგრელების გუნდური მონაგარი შევადაროთ.
საქართველო უნგრეთი
ორქულიანი
15/41 (36.6%) 23/41 (56.1%)
სამქულიანი
2/11 (18.2%) 4/17 (23.5%)
საჯარიმო
5/10 (50.0%) 11/20 (55.0%)
მოხსნა
30 42
პასი
7 17
ჩაჭრა
12 16
დაფარება
0 2
ფოლი
20 16
შეცდომა
31 24

ორად-ორი კომპონენტი, რაშიც უნგრელებს ვაჯობეთ შეცდომები და ფოლები იყო. 31 შეცდომა ძალიან ბევრია...

ინდივიდუალურ სტატისტიკაზე კი ბევრი არაფერია დასაწერი, მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ჩვენმა გუნდმა შეტევაში ვერ ივარგა (10 ქულას ვერც ერთმა კალათბურთელმა მიაღწია). უნგრეთის მაისურით კი ვარგას ყველა თანაგუნდელი დამაგვირგვინებელ ფაზაში კარგად გაისარჯა.

ახლა, რაც შეეხება მატჩის მსვლელობას. პირველ ტაიმში უნგრელთა უპირატესობა უმნიშვნელო იყო. მათ დიდი შესვენების წინ 11-ქულიანი სხვაობა დაიბევეს, რომლის აღმოფხვრა რთული სულაც არ არის, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მესამე პერიოდში ქართველებს შეემცირებინათ, მადიარები 9:0 გაიქცნენ და 41:21 დაწინაურდნენ. ასეთი უპირატესობის შენარჩუნება კი უნგრელ ჭაბუკებს აღარ გასჭირვებიათ.

23 ივლისი
15:45 ლუქსემბურგი-უნგრეთი
22:15 ბულგარეთი-საქართველო

25 ივლისი
15:45 საქართველო-ლუქსემბურგი
20:15 ბულგარეთი-უნგრეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული