საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთ ნაკრები ხვალ მაკედონიაში, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ მიემგზავრება. გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა ნაკრებმა თბილისში 26 ივლისს ბოლო ვარჯიში გამართა.

ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მთლიანობაში 22 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც ელიტარული, A დივიზიონის საგზურს 2 საუკეთესო, ანუ ფინალში გასული გუნდები მიიღებენ. საქართველოს ნაკრებს პირველ ჯგუფურ ეტაპზე მეტოქეებად ეყოლებიან: ინგლისი, მაკედონია, რუმინეთი და ლუქსემბურგი. მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე 2 საუკეთესო გავა, ხოლო ჩარჩენილები IX-XVIII ადგილებისთვის იბრძოლებენ.

29 ივლისი
საქართველო - ლუქსემბურგი 16:30
30 ივლისი
ინგლისი
- საქართველო 16:00
31 ივლისი
საქართველო - მაკედონია 21:00
1 აგვისტო
რუმინეთი - საქართველო 21:00

უკანახაზელები: ზეზვა ლილუაშვილი (აკადემია), გიორგი დვალი (რუსთავი), ნუგზარ აბულაძე (ზაზა), თორნიკე ქიტოშვილი (რუსთავი),
ფორვარდები: საბა ჯაყელი (აკადემია), ნიკა ამირხანაშვილი (აკადემია), კახაბერ ტომარაძე (ჰიუნდაი), ალექსანდრე ბოლქვაძე (ჰიუნდაი), ნიკოლოზ ცქიტიშვილი (აკადემია), ბექა დარახველიძე (აკადემია),
ცენტრები: არჩილ პულუზაშვილი (ზაზა), უჩა გამრეკლიძე

მთავარი მწვრთნელი - გია კაზანჯიანი
ასისტენტი მწვრთნელი - ირაკლი ტომარაძე
ასისტენტი მწვრთნელი - დიმიტრი ჟაკობოვი
ექიმი - ვლადიმერ მგელაძე

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული