18-წლამდელები IX-XVIII ადგილებისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს B დივიზიონის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თუმცა, საწყისი სამიდან ორი მატჩის წაგების გამო ჩვენი ჭაბუკები ევროპის ჩემპიონატის საგზურს ვეღარ შეეჭიდებიან.

საქართველო IX-XVIII ადგილებისთვის იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქეები ბელგიის, ინგლისის, პორტუგალიისა და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან. რადგან ლუქსემბურგი ჩვენს ჯგუფში იყო, ამ გუნდთან მოგება საქართველოს მეორე ჯგუფურ ეტაპზეც გადაჰყვა.

გთავაზობთ მომავალი მატჩების განრიგსა და წინასწარ სატურნირო მდგომარეობას.

27 ივლისი
20:15 საქართველო-ინგლისი

28 ივლისი
20:15 პორტუგალია-საქართველო

29 ივლისი
20:15 საქართველო-ბელგია

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ბელგია 2 2 0 127/113 4
2. პორტუგალია 2 1 1 131/125 3
3. საქართველო 1 1 0 105/98 2
4. ინგლისი 2 0 2 122/142 2
5. ლუქსემბურგი 1 0 1 98/105 1

ყოველდღიური
სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული