18-წლამდელები ოვერტაიმში დამარცხდნენ

AutoSharing Option
27 ივლისი
ვარნა (ბულგარეთი)
საქართველო-ინგლისი 59:61
15:16, 8:19, 19:7, 11:11, 6:8
საქართველო: ჩოჩია (20 წთ, 4ქ, 3პ), ნადირაძე (4 წთ), რამიშვილი (22 წთ, 4ქ, 6პ), ბურჯანაძე (38 წთ, 9ქ, 16მ, 2ჩ), კვანტალიანი (20 წთ, 4ქ, 4მ), ლოლიშვილი (31 წთ, 11ქ, 4მ, 2პ), მიქელაძე (34 წთ, 11ქ, 4პ), ლობჟანიძე (10 წთ, 9ქ), ცირეკიძე (25 წთ, 6ქ, 5მ), როგავა (11 წთ), გრძელიძე (10 წთ)
ინგლისი: კრუკი (12ქ, 12მ), ესპრიტი (18ქ), სენტანსი (13ქ, 6მ)...


საფეხბურთო ენაზე რომ ვთქვათ, 2 წაგება 2 ფრე - ასეთია
საქართველოს 18-წლამდელთა სადღეისო მონაგარი B დივიზიონში. ახლა საკალათბურთო ენაზეც ვთარგმნოთ: ჩვენმა ჭაბუკებმა ზედიზედ მეორე ოვერტაიმი ითამაშეს და წინა შემთხვევისგან განსხვავებით, დამატებით დროში ამჯერად 59:61 დამარცხდნენ.

...59:61 ეს ანგარიში დაკვირვებულ მკითხველს აუცილებლად გაახსენდებოდა. სწორედ ასე წააგო საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2008 წელს შვედეთის ქალაქ უმეოში. მაშინ იგორ კოკოშკოვის გუნდმა ბოლო პერიოდში 16-ქულიანი ჩამორჩენა ორამდე დაიყვანა. გუშინ ქართველ 18-წლამდელებს ინგლისელებმა 12 ქულით გაასწრეს, მაგრამ ჩვენმა გუნდმა სხვაობა მალევე აღმოფხვრა. ძირითადი დროის დასრულებამდე წუთით ადრე ბრიტანელები ორი ქულით იგებდნენ, თუმცა ქუთაისელმა ცირეკიძემ 41 წამით ადრე ანგარიში გაათანაბრა (53:53) და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებითი ხუთწუთეულიც ქულა-ქულაში მიმდინარეობდა. ოვერტაიმის ბოლო წუთიც ცირეკიძის აქტიურობით აღინიშნა, რომელმაც 50 წამით ადრე საჯარიმოთი ანგარიში გაათანაბრა, თუმცა სირენას სამი წამი უკლდა, როცა ინგლისელმა ესპრიტმა ორქულიანი გამოიყენა - 61:59. დარჩენილ დროში ალეკო ჩოჩიამ სამქულიანი ისროლა, თუმცა არაზუსტად.

საქართველოს ნაკრებში ბექა ბურჯანაძემ 16 მოხსნა მიითვალა, თუმცა ორმაგი დუბლი მაინც ვერ შეასრულა - 9 ქულა ჩააგდო. 10-ქულიან ზღვარს ორი კალათბურთელი ასცდა, ლოლიშვილი და მიქელაძე. ორივემ 11-11 ქულა ჩააგდო.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს თითო მოგება-წაგება აქვს. უახლოეს მატჩს ჩვენები დღეს პორტუგალიასთან გამართავენ. შეხვედრა თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული