საქართველომ ნორვეგია გაანადგურა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში გამართული ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონი მე-15 ადგილზე დაასრულა. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირის დასკვნით მატჩში ნორვეგიის ნაკრები 70:47 გაანადგურა.

პირველი მეოთხედი ქართველებმა 1 ქულით – 16:17 წააგეს, თუმცა დარჩენილ დროში მეტოქე ყველაფერში დაჯაბნეს და საბოლოოდ 23 ქულის სხვაობით დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო კვლავ ბექა ბურჯანაძე იყო, რომელმაც 14 ქულა, 14 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა. მეორე ქართველი კალათბურთელი, რომელმაც ათქულიანი ზღვარი გადალახა, გიორგი ცირეკიძეა. მის ანგარიშზე 11 ქულა და 5 მოხსნაა.

A დივიზიონის საგზურები
ბულგარეთმა და დანიამ მოიპოვეს, რომლებიც ფინალურ მატჩს 31 ივლისს ითამაშებენ.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული