ეს გამერო ვინ ყოფილა

AutoSharing Option
მაკედონიაში შესარჩევ ტურნირზე გამგზავრების წინ საქართევლოს კადეტთა ნაკრების თავკაცმა გია კაზანჯიანმა აღნიშნა - ჩვენი მთავარი საფიქრალი წინა ხაზია, ტანმაღალი კალათბურთელების ნაკლებობას განვიცდითო. ეს გუშინ პორტუგალიასთან მატჩში თვალნათლივ გამოჩნდა - მეტოქემ ჩვენს გუნდს ფარქვეშ აშკარად აჯობა, ბურთი 54-ჯერ მოხსნა, როცა ქართველები ფარიდან ასხლეტილ ბურთს მხოლოდ 33-ჯერ დაეუფლნენ. მეტსაც გეტყვით: პორტუგალიელებმა 19 მოხსნა საქართველოს ნაკრების ფარზე მიითვალეს.

გია კაზანჯიანმა ისიც დასძინა, სწრაფი თამაშით უნდა ვეცადოთ უპირატესობის მოპოვებაო. სისწრაფე კი უკანახაზელებს მოეთხოვებათ, თუმცა ვერც პერიმეტრზე ვაჯობეთ გუშინდელ მეტოქეს - პორტუგალიელებმა გაცილებით მეტი სამქულიანი
გამოიყენეს (7:3). გადამწყვეტი სწორედ მესამე პერიოდის დასაწყისში ჩაგდებული სამი სამქულიანი იყო - სამივე ტყორცნა დიოგო გამერომ გამოიყენა და პირენეელთა უპიერატესობა 15 ქულამდე გაიზარდა (49:34).

ამის შემდეგ ქართველები ბევრს ეცადნენ, მაგრამ თამაშის შემოტრიალება ვერ მოახერხეს.

მეორე ჯგუფურ ეტაპზე ჩვენმა კადეტებმა პირველი ადგილის დაკავების შანსი უკვე დაკარგეს, მეორე პოზიციისთვის კი ფინეთს შეებრძოლებიან. ორივე გუნდს თითო მოგება აქვს და დღევანდელ მატჩში გამარჯვებული მეორე ეტაპს მეორე პოზიციაზე დაასრულებს.

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები

3 აგვისტო
საქართველო-პორტუგალია 52:67
14:21, 17:16, 12:19, 9:11
საქართველო: ბოლქვაძე (25 წთ, 13ქ, 2პ, 2ჩ), ქიტოშვილი (11 წთ, 1ქ), ამირხანაშვილი (15 წთ, 3ქ, 2ჩ, 2მ), ლილუაშვილი (13 წთ, 2ქ), ტომარაძე (12 წთ, 3ქ, 2მ), დვალი (4 წთ), აბულაძე (26 წთ, 8ქ, 2ჩ), ჯაყელი (16 წთ, 2ქ, 4მ), ცქიტიშვილი (8 წთ), გამრეკლიძე (25 წთ, 15ქ, 9მ), დარახველიძე (24 წთ, 4მ), პულუზაშვილი (22 წთ, 5ქ, 4მ, 7დ).
პორტუგალია: გიმარაეში (11ქ, 10მ), მარკესი (14ქ), ინსალი (14ქ, 10მ), გამეირო (17ქ, 13მ)...

გუნდი                 თ   მ   წ        სხ        ქ
1. პორტუგალია   2   2   0   131/114   4
2. ფინეთი           2   1   1   129/127   3
3. საქართველო   2   1   1   122/134   3
4. ლუქსემბურგი 2   0   2   130/137   2

დღეს
16:30 პორტუგალია-ლუქსემბურგი
18:45 საქართველო-ფინეთი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული