ქართველი 20-წლამდელები 2013 წელსაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ვარჯიშზე მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა გვითხრა - შესაძლოა, 2012 წელს ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან მეორე დივიზიონში არავინ გავარდეს.

ამის მიზეზი ფიბა-ევროპის გადაწყვეტილებაა, რომელიც ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეთა რაოდენობის 20-მდე გაზრდას აპირებსო.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრები, რომელმაც ევროპის საგზური შარშან მოიპოვა, 2012-ის გარდა 2013 წელს გასამართ ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას. თუმცა, ფიბა-ევროპის გადაწყვეტილება რომ არა, ჩვენს გუნდს წლეულს 16 გუნდს შორის მე-14 ადგილიც რომ დაეკავებინა, 2013 წლის ევროპირველობაზე მაინც ითამაშებდა.

ფიბა-ევროპის გადაწყვეტილება კი ვახსენეთ, მაგრამ საკითხავია, რამდენად რეალურია
მისი განხორციელება. ამ კითხვით კალათბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან მერაბ რატიშვილს მივმართეთ.

"ფიბა-ევროპის ოფიციალური დადგენილებით, 2013 წლის ევროპის ჩემპიონტზე 20 ნაკრები გამოვა. წლეულს მოთამაშე 16 გუნდს მეორე დივიზიონიდან ოთხი საუკეთესო დაემატება. 2013 წლიდან კი 20-გუნდიანი ევროპირველობიდან სამი უარესი მაჩვენებლის მქონე გუნდი დაქვეითდება, სანაცვლოდ ასევე სამი გადმოვა", - გვითხრა მერაბ რატიშვილმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული