18-წლამდელთა ნაკრები. B დივიზიონი: აქაც ჰოლანდია-ბოსნია

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ბოსნიის დედაქალაქ სარაევოში ითამაშებს.

მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა შეჯიბრებისთვის მზადება უკვე დაიწყო...

- ნაკრებში 18 კალათბურთელი გამოვიძახეთ, მაგრამ 2 კაცი თავიდანვე გამოგვაკლდა. ამის მიზეზი ისაა, რომ სწორედ 18-წლამდელებს უწევთ მისაღები გამოცდების ჩაბარება. ამიტომ ხელი არ შევუშალეთ, - გვითხრა გუნდის მწვრთნელმა, - ჯერ ფიზმომზადებაზე ვმუშაობთ, ივნისის ბოლოს კი დარბაზში შევალთ და ბურთით ვარჯიშს შევუდგებით.

იყო ლაპარაკი, რომ ორი ჭაბუკი 20-წლამდელთა ნაკრებში უნდა გადაეყვანათ - ირაკლი მიქელაძე და ბექა ბურჯანაძე...

ბექა 20-წლამდელებთან ვარჯიშობს და ახალგაზრდებს ევროპის
ჩემპიონატზე დაეხმარება, რის შემდეგაც ჩვენ შემოგვიერთდება.

...თუ ეროვნულ ნაკრებში არ წაიყვანეს, რასაც უმცროსი ასაკის ნებისმიერი ნაკრების მწვრთნელი მიესალმება.

როგორც მიხეილ ბერუაშვილმა გვითხრა, მოსამზადებელ ეტაპზე იგეგმება სამი საკონტროლო შეხვედრა.

ქართველი 18-წლამდელები ივლისის ბოლოს ესტონეთში გაემგზავრებიან, სადაც ადგილობრივ თანატოლებს სამჯერ დაუპირისპირდებიან.

B დივიზიონის მატჩები კი 9 აგვისტოს დაიწყება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები პირველ ტურში ისვენებს და შეჯიბრებაში 10 აგვისტოდან ჩაერთვება. ჩვენი კრებული ხუთგუნდიან ჯგუფში მოხვდა, საიდანაც პირველობისთვის ბრძოლას ორი საუკეთესო აგრძელებს. ისევე, როგორც ეროვნული ნაკრები, 18-წლამდელებიც ბოსნიასა და ჰოლანდიას "დაეჭიდებიან". მათ გარდა, ჯგუფში არიან ბელგია და პორტუგალია. მიხეილ ბერუაშვილს მეტოქეთა შესახებაც ვკითხეთ:

- უმცროსი ასაკის ნაკრებებში შემადგენლობები ყოველწლიურად იცვლება. ერთ ეტაპზე ძლიერი თაობა, შესაძლოა, სუსტმა შეცვალოს. ამიტომ, ვიდრე უშუალოდ მეტოქეთა თამაშს არ ვნახავთ, მათ სიძლიერეზე ვერაფერს ვიტყვით.

ჩვენი ინფორმაციით, ჰოლანდიას ჰყავს ძლიერი გუნდი. ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბოსნიაც სერიოზულად იბრძოლებს, რადგან ტურნირის მასპინძელია. ტრადიციულად, არც ბელგიელებსა და პორტუგალიელებს ჰყავთ ხელწამოსაკრავი გუნდები.

A ჯგუფი: შოტლანდია, უნგრეთი, რუმინეთი, ბელარუსი, ინგლისი, ისრაელი.
B ჯგუფი: ავსტრია, ესტონეთი, ჩეხეთი, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი.
C ჯგუფი: ისლანდია, შვეიცარია, შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, ჩერნოგორია.
D ჯგუფი: საქართველო, ბოსნია, ბელგია, ჰოლანდია, პორტუგალია.

D ჯგუფის კალენდარი
9 აგვისტო
ბოსნია-ბელგია
ჰოლანდია-პორტუგალია

10 აგვისტო
საქართველო-ჰოლანდია
პორტუგალია-ბოსნია

11 აგვისტო
ბელგია-პორტუგალია
საქართველო-ბოსნია

12 აგვისტო
ჰოლანდია-ბოსნია
საქართველო-ბელგია

13 აგვისტო
საქართველო-პორტუგალია
ბელგია-ჰოლანდია

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული