საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ბელარუსში 2 საკონტროლო მატჩს გამართავს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში საასპარეზოდ ემზადება საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები.

გია კაზანჯიანის გუნდი 26 ივნისს, გამთენიისას, ბელარუსში გაემგზავრა, სადაც 27 და 28 ივნისს ორ საკონტროლო მატჩს გამართავს ბელარუს 16-წლამდელებთან.

ქართველები ბელარუსიდან 29 ივნისს დაბრუნდებიან და 1 ივლისს უკვე სლოვაკეთისკენ აიღებენ გეზს, სადაც სამ საკონტროლო მატჩს გამართავენ.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის მატჩებს, წლეულს B დივიზიონის შეხვედრებს რუმინეთის ქალაქი ბრაშოვი უმასპინძლებს.

საქართველო, ტურნირის მასპინძელი რუმინეთის, ჩერნოგორიის, ბოსნიისა და ესტონეთის წარმომადგენლებთან ერთად, C ჯგუფში იასპარეზებს.

ჯგუფში I-II ადგილებზე გასული გუნდები ფინალური ეტაპის საგზურისთვის
ბრძოლას გააგრძელებენ. B დივიზიონის 2 საუკეთესო გუნდი ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

1. ლუკა ზაქრაძე (თსუ)
2. ლევან გოგოლაძე ("ორბი-კარდინალი")
3. იურა ხალათიანი ("ზაზა")
4. დათო ლომიძე ("ავერსი")
5. ლევან მასხულია ("აკადემია")
6. ნუგზარ ტაბაღუა ("რუსთავი")
7. სოსო მაჭავარიანი ("სოხუმი")
8. თემურ პეტრიაშვილი ("აკადემია")
9. ვახტანგ ქვარაია ("ავერსი")
10. მაიზერ რევაზაშვილი ("მაკაბი)
11. გიორგი გუგეშაშვილი ("ორბი-კარდინალი")
12. დათო მაჭარაძე ("ქუთაისი")
13. დიმიტრი ბობილევი ("ორბი-კარდინალი")
14. ვილი ისიანი ("შსს აკადემია")

მთავარი მწვრთნელი: გია კაზანჯიანი
ასისტენტები: ირაკლი ტომარაძე, დიმიტრი ჟაკობოვი

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული