U20 საქართველო-ისრაელი 78:88 - ამჯერად უკეთესად

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ისრაელთან მეორე საკონტროლო მატჩი ჩაატარა.

შეხვედრა ისეთივე სცენარით დაიწყო, როგორითაც წინა დღის თამაში - მეტ-ნაკლებად თანაბრად ჩატარებული პირველი მეოთხედის შემდეგ მეორე ათწუთეულში ებრაელებმა იძალეს.

თუმცა ამჯერად სხვაგვარად წარიმართა მეორე ტაიმი - ქართველებმა, უმთავრესად, სამქულიანი ტყორცნების სიზუსტით 15-ქულიანი ჩამორჩენა ორამდე შეამცირეს (71:73).

ჩვენმა გუნდმა თამაში მას მერე შემოატრიალა, რაც მოედანზე გამთამაშებელი გიორგი ტეტელაშვილი გამოვიდა. გადამწყვეტ მომენტში კვლავ ებრაელებმა იყოჩაღეს და 88:78 გაიმარჯვეს.

საქართველო-ისრაელი 78:88
21:25, 13:22, 23:19, 21:22
საქართველო: ტეტელაშვილი (2ქ, 5პ, 5მ), ფხაკაძე (7ქ), სანაძე (23ქ, 3პ), ბოქოლიშვილი
(21ქ), თენეიშვილი (5ქ, 5მ), ალხანაიძე (3ქ, 5მ), როგავა (3მ), ლომინაშვილი (3პ, 4მ), ბურჯანაძე (17ქ, 14მ)
ისრაელი: მაიორი (7ქ), აბრამოვიჩი (2ქ), დაუსენი (14ქ, 9მ, 3პ), დრაპიჩი, ლავიე (17ქ, 8პ, 7ჩ), არიელქი (3ქ), ბლაიზერი (12ქ, 9მ, 5პ), ტიმორი (20ქ, 6პ), ელიასტური (9ქ), ანტიტი (4ქ)
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი, დ. ბერიშვილი

უკეთესად (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების "ფალშ" სტარტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული