20-წლამდელთა ნაკრების მარცხიანი სტარტი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა წარუმატებლად დაიწყო ევროპის ჩემპიონატი.

კონტინენის უძლიერეს გუნდებთან ერთად ფინალურ ეტაპზე მონაწილე დავით უსტიაშვილის კრებულმა ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში ლატვიასთან წააგო.

შეხვედრა ლატვიელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ ბალტიისპირელთა გამარჯვებით - 88:50 დასრულდა.

საქართველოს ნაკრები ეცადა, მაგრამ გაცილებით უკეთ მოთამაშე მეტოქესთან არაფერი გამოუვიდა.

ლატვიელებს იანის ტიიმამ ულიდერა, რომელმაც 21 ქულა, 10 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. ქართველთაგან ბომბარდირი მერაბ ბოქოლიშვილი გახდა, რომელმაც 15 ქულა მოაგროვა. ათქულიან ზღვ
არს გადააბიჯეს დუდა სანაძემ (12) და ბექა ბურჯანაძემ (11), მაგრამ წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრები მორიგ მატჩს 13 ივლისს გამართავს. უსტიაშვილის გუნდის მეტოქეები თურქები იქნებიან. მატჩი თბილისის დროით 16 საათზე დაიწყება. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც თურქეთი ესპანეთს ხვდება, 12 ივლისს, მოგვიანებით დასრულდება.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი
12 ივლისი. სლოვენია. დომჟალე
ლატვია-საქართველო 88:50
21:11, 19:11, 22:13, 26:15

WWW.GBF.GE
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა გინდა 50 ქულიანი სხვაობით არ წაგვიგია. ეს ფაქტიურად მოგებაა... ნუ ცოტა დააკლდათ და ჩვენები მოიგებდნენ..........
ბურგალ
10:23 13-07-2012
0
თუ მაგრები იყვნენ 100:50 მოეგოთ ჩვენთვის!
zuxusha
10:03 13-07-2012
0

სიახლეები პოპულარული