დავით უსტიაშვილი: თურქეთთან ამხელა სხვაობით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე კვლავ დიდი სხვაობით წააგო, თუმცა პირველ ტაიმში მეზობლებს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია: დიდი შესვენებისთვის მხოლოდ 3 ქულის სხვაობით აგებდა.

ჩვენი გუნდი სამქულიანებით ცდილობდა ფონს გასვლას (სულ 24-დან 8 სამიანი), ხოლო თურქებს ფარქვეშ დიდი უპირატესობა ჰქონდათ, რაც მოხსნების საერთო მაჩვენებელზე აისახა - 46:23, მეტოქის სასარგებლოდ.
მატჩის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის ვებ-საიტზე მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ინტერვიუ გამოქვეყნდა...

- ძლიერ მეტოქეს შევხვდით. თურქებმა გუშინ ესპანეთთან 19 ქულით წააგეს, მაგრამ სულაც არ ჰყავთ სუსტი გუნდი. მეტოქემ უმთავრესად სიმაღლეში დაგვჯაბნა.

- სხვა
კომპონენტებში თუ აჯობეთ მეტოქეს?
- როცა შენს ბურთს 24-ჯერ მოგიხსნიან, წარმატების შანსი ფაქტობრივად არ არსებობს. ჩვენი ბიჭები ყველაფერს აკეთბდნენ, პოზიციურად სწორად მოქმედებდნენ, მეტოქის სროლის დროს მოწინააღმდეგეს კეტავდნენ, მაგრამ სიმაღლეში დიდ სხვაობას ვერაფერს უხერხებდნენ.

- პირველი ტაიმი მხოლოდ 3 ქულით დათმეთ. ერთ ეპიზოდში ჩამორჩენა მინიმუმამდეც შეამცირეთ. რის ხარჯზე მოხერხდა ეს?
- პირველი ტაიმის ბოლო წუთებში კარგად ვითამაშეთ. როცა სიმაღლეში შანსი არ გვქონდა, სწრაფ შეტევებზე და შორ სროლებზე გავაკეთეთ აქცენტი. იმ ეპიზოდში ტყორცნებიც წაგვივიდა და ცოტაც რომ გაგვმართლებოდა, პირველ ტაიმს მოვიგებდით. თუმცა ყველა სროლა არ ჩავარდება და მეორე ტაიმში თურქებმა ისევ და იდევ სიმაღლის ხარჯზე სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

- მოხსნების გარდა დაკარგვებიც ბევრი გქონდათ...
- განსაკუთრებით მეორე ტაიმში, როცა 17 ბურთი დავკარგეთ. ბიჭებმა შეცდომებს უხშირეს, მაგრამ ამხელა სხვაობით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით.

- ყველა ჯანმრთელადაა?
- ბოქოლიშვილმა ფეხი იტკინა, ხოლო დუდა სანაძემ - მხარი. სერიოზული ტრავმები არ ჩანს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ხვალისთვის როგორ ფორმაში იქნებიან და შეძლებენ თუ არა ესპანეთთან მოედანზე გასვლას.

ევროპის ჩემპიონატი. 13 ივლისი
საქართველო-თურქეთი 67:103
16:25, 22:16, 12:26, 17:36
საქართველო: ფხაკაძე (32 წთ, 2ქ, 5პ), ბოქოლიშვილი (21 წთ, 4ქ), სანაძე (37 წთ, 25ქ, 5მ), ბურჯანაძე (32 წთ, 12ქ, 7მ, 5ფ), ალხანაიძე (26 წთ, 12ქ), ტეტელაშვილი (9 წთ), ელიაძე (1 წთ), თენიეშვილი (21 წთ, 10ქ), როგავა (9 წთ, 2ქ), ლომინაშვილი (13 წთ, 5ფ).
თურქეთი: სონსირმა (5ქ), ეროგლუ (6ქ), კანდანი (36ქ, 10მ), ედგე (12ქ), დოკუიანი (7ქ, 6მ), გეიკი (8ქ), თუნჩერი (3ქ), კანტიტიზი (6ქ, 6მ), კალბანი (6ქ), კიზილჩა (2ქ), ტეკინი (12ქ, 7მ).

ესპანეთი-ლატვია 64:51
11:11, 11:10, 21:15, 21:15
ესპანეთი: ფერნანდესი (19ქ), დიესი (15ქ), პოზასი (10ქ)...
ლატვია: კოდერსი (11ქ), ჰელმანისი (8ქ)...

C ჯგუფი
გ თ მ წ სხ ქ
ესპანეთი 2 2 0 143/111 4
ლატვია 2 1 1 139/114 3
თურქეთი 2 1 1 163/146 3
საქართველო 2 0 2 117/191 2

14 ივლისი

16:00 თურქეთი-ლატვია
18:15 საქართველო-ესპანეთი

თურქეთმა მეორე ტაიმი მოხსნა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული