საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბოლო ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ბოლო მატჩი ჩაატარა. ჩვენმა გუნდმა შეჯიბრება ბოლო, მე-16 ადგილზე დაასრულა, თუმცა გაისადაც 20-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ითამაშებს.

საქმე ისაა, რომ ამ შეჯიბრებაში 2013 წლიდან მონაწილეთა რაოდენობა გაიზრდება და ელიტის 16 გუნდს მეორე ლიგიდან ოთხი დაემატება.

22 და 21 ივლისს ქართველებმა დასკვნითი ორი შეხვედრა გამართეს, ჯერ ჩერნოგორიას ეთამაშნენ, შემდეგ - შვედეთს.

ექს-იუგოსლავიელებთან მატჩი ჩვენმა გუნდმა არადამაჯერებლად დაიწყო, მე-11 წუთისთვის 7:28-ს აგებდა.

თუმცა დავით უსტიაშვილის შეგირდებმა მეორე პერიოდში თამაში გამოასწორეს და თითქმის უიმედო შეხვედრა კინაღამ მოიგეს.

საფინალო სირენამდე 1:15
წუთით ადრე ტაბლოზე თანაბარი ანგარიში ეწერა - 78:78. დარჩენილ დროში ჩერნოგორიელებმა უკეთესად ითამაშეს და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.

საპირისპირო სცენარით წარიმართა მომდევნო მატჩი. ჩვენმა 20-წლამდელებმა შვედეთთან პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს, მეორე ნახევარში კი ვერაფერი გააწყვეს და 67:81 დამარცხდნენ.

ქართველებმა აწ უკვე განვლილ ევროპირველობაზე 9 თამაში გამართეს და ერთი მოიგეს (ესტონეთთან).

შესაბამისად, ჩვენი გუნდის გამოსვლას დადებითად ნამდვილად ვერ შევაფასებთ, თუმცა ისიც არ უნდა გამოგვრჩეს, რომ ბიჭებმა უკეთესი შედეგის საჩვენებლად ძალა არ დაიშურეს.

ქართველთა ყველა მატჩი
I ეტაპი
საქართველო-ლატვია 50:88
საქართველო-თურქეთი 67:103
საქართველო-ესპანეთი 49:111

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. ესპანეთი 3 3 0 254/160 6
2. თურქეთი 3 2 1 227/207 5
3. ლატვია 3 1 2 200/178 4
4. საქართველო 3 0 3 166/302 3

XIII-XVI ადგილები
საქართველო-ესტონეთი 73:87
საქართველო-ჩერნოგორია 65:81
საქართველო-შვედეთი 64:87
საქართველო-ესტონეთი 75:72

21 ივლისი
საქართველო-ჩერნოგორია 82:83
7:26, 25:14, 24:21, 26:22
საქართველო: ფხაკაძე (26 წთ, 7ქ, 5პ), სანაძე (34 წთ, 20ქ, 11მ, 5ფ), ბოქოლიშვილი (32 წთ, 11ქ, 3პ), თენიეშვილი (33 წთ, 15ქ, 6მ), ალხანაიძე (7 წთ, 3ქ), როგავა (22 წთ, 8ქ, 4პ), ლომინაშვილი (8 წთ), ბურჯანაძე (37 წთ, 18ქ, 7მ, 2ჩ, 5ფ).
ჩერნოგორია: პაიოვიჩი (11ქ, 8პ), ნიკოლიჩი (14ქ), გრაბოვიცა (10ქ), რაიკოვიჩი (7ქ, 9მ), მუგოსა (22ქ), პავიჩი (15ქ, 8მ), უნკასევიჩი (4ქ).

22 ივლისი
საქართველო-შვედეთი 67:81
21:21, 21:22, 11:27, 14:11
საქართველო: სანაძე (38 წთ, 27ქ, 8მ, 2ჩ), ბოქოლიშვილი (39 წთ, 10ქ, 2პ), ჯავახიშვილი (9 წთ, 4ქ), მაჩალაძე (14 წთ, 2ქ, 5მ), თენიეშვილი (28 წთ, 9ქ, 6მ, 2პ), როგავა (25 წთ, 4ქ, 5ფ), ლომინაშვილი (18 წთ, 2ქ), ბურჯანაძე (29 წთ, 9ქ, 10მ, 2დ).
შვედეთი: პერსონი (7ქ), ბარტონი (15ქ), გადეფორსი (15ქ, 9მ, 6პ), ბორგი (10ქ), ერიქსონი (11ქ), ანდერსონი (4ქ), გუტენიუსი (15ქ), ოჰრნერი (2ქ), ისაკსონი (2ქ).

გუნდი თ მ წ სხ ქ
1. შვედეთი 6 5 1 448/401 11
2. ჩერნოგორია 6 4 2 473/414 10
3. ესტონეთი 6 2 4 426/467 8
4. საქართველო 6 1 5 426/491 7

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ჩერნოგორიასთანაც წააგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული