საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სპარინგ-მატჩში ბელარუსი თანატოლები დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 29 ივლისს ტალინში სპარინგ-მატჩში ბელარუსთან დამატებით დროში 99:89 მოიგო.

შეხვედრა ესტონეთის უდიდეს დარბაზში, "საკუ არენაზე" ჩატარდა.

თამაში ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველი მეოთხედი ქართველების უპირატესობით მიმდინარეობდა და დამთავრდა მათი გამარჯვებით - 21:17. მეორე და მესამე პერიოდებში იმარჯვეს ბელარუსებმა 19:11 და 26:19.

თუმცა მეოთხე პერიოდში ქართველებმა მატჩის შემობრუნება მოახერხეს და მატჩის დასასრულამდე ორი წუთით ადრე 82:77 დაწინაურდნენ. მეტოქემ გათანაბრება (82:82) შეძლო და დაინიშნა დამატებითი დრო, რომელშიც ქართველებმა აშკარად დაჯაბნეს მეტოქე - 99:89.

ჩვენს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო
ოთარ ბულიავა -29 ქულა; კახა ტომარაძემ გუნდს 16 ქულა შესძინა, ირაკლი მიქელაძემ - 14, ნიკა რამიშვილმა და ნუგზარ აბულაძემ 12-12.

მატჩს ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი. მატჩის შემდეგ მან გვითხრა - ასეთი სპარინგ-შეხვედრები აუცილებელია იმისათვის, რომ ნაკრები კარგად მოემზადოს მომავალი ოფიციალური მატჩებისათვისო.

31 ივლისს საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

გამარჯვება ბელარუსთან, ესტონეთში (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
თენგიზ პაჭკორია ტალინიდან სპეციალურად "ლელოსთვის"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული