საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა უკრაინა დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა იტალიის საერთაშორისო ტურნირზე, "მენეგინ დე სილვესტრო დომეჯეზე" პირველი მატჩი გამართა და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ქართველთა მეტოქე უკრაინელები იყვნენ. ჩვენმა გუნდმა თავიდანვე აქტიურად შეუტია ლურჯ-ყვითლებს და პირველი მეოთხედი 22:14 მოიგო.

მას მერე დავით უსტიაშვილის შეგირდებს თამაშის სადავეები ხელიდან არ გაუშვიათ, და საბოლოო ანგარიშშიც 8-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.

ქართველებმა სამიოდე დღის წინ დასრულებული სანტ ანჯელოს ტურნირის საუკეთესო კალათბურთელის ბექა ბურჯანაძის გარეშე ითამაშეს, რომელმაც ვარჯიშისას ნეკა თითი დაიზიანა.

- როგორც ექიმებმა მითხრეს, მარცხენა ხელის ნეკის ძვალია გაბზარული. დამაიმედეს, რომ ევროპის
ჩემპიონატამდე (9 ივლისს იწყება) ტრავმა მოშუშდება და ესტონეთში თამაშს შევძლებ, მაგრამ ვარჯიში ხომ მინდა, ევროპისთვის ფორმაში რომ ვიყო?!
- გვითხრა 28 ივნისს ბექამ.

ქართველებს გამარჯვებისკენ ოთარ ფხაკაძე გაუძღვა, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. მის ანგარიშზე 7-დან 3 სამქულიანია.

პერიმეტრიდან ტყორცნებში ქართველებმა უკრაინელებს ორით აჯობეს - 7 სამიანი გამოიყენეს. მოხსნებში კი მეტოქეს რვით ჩამორჩნენ - 43:51.

29 ივნისს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მასპინძელ იტალიელებს დაუპირისპირდება.

საქართველო-უკრაინა 63:55
22:14, 12:12, 14:15, 15:14
საქართველო: ორმოცაძე, ო. ფხაკაძე (24), გრძელიძე (7), მიქელაძე (9), კვანტალიანი, ცირეკიძე (6), როგავა (11), გელაზონია (4), ჯინჭარაძე (2).
უკრაინა: არტამონოვი (10), ლუტსენკო, სმირნოვი, ზაგრება (1), კორენიუკი (9) ზუიკოვი (2), კობეტსი (5), შუნდელი (10), ფურსი (14), ჟუკოვსკი (4)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული