საქართველოს 20-წლამდელებს B დივიზიონში გავარდნის საფრთხე ემუქრებათ

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ბულგარეთთან წააგო.

ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ დავით უსტიაშვილის გუნდმა, სხვა უიღბლოებთან ერთად, ბრძოლა საკვალიფიკაციო ჯგუფში, A დივიზიონში დასარჩენად დაიწყო, თუმცა უკვე მეორე შეხვედრა დათმო.

პირველი მატჩი ქართველებმა ესტონეთთან წააგეს, 16 ივლისს კი ბულგარელებთან ვერაფერი გააწყვეს და დიდი სხვაობით - 44:85 დამარცხდნენ.

ისედაც ტრავმებით გატანჯულ საქართველოს ნაკრებს ბექა ბურჯანაძის და გიორგი ცირეკიძის შემდეგ ნიკა რამიშვილიც გამოაკლდა.

ბულგარელებთან მატჩში განაცხადში მხოლოდ 10 კალათბურთელი იყო. რამიშვილმა წინა მატჩში - ესტონეთთან ტრავმა მიიღო და ნაკრებს ვეღარ ეხმარება.

საქართველოს
ნაკრები საკვალიფიკაციო ჯგუფის ბოლო მატჩს 17 ივლისს შვედეთთან გამართავს. უკვე ცხადია, რომ საქართველო საუკეთესო 2 გუნდში ვეღარ მოხვდება და ბრძოლა მეორე საკვალიფიკაციო ჯგუფში ჩარჩენილებთან მე-17-მე-20 ადგილებისთვის მოუწევს.

A დივიზიონში მხოლოდ მე-17 ადგილის მფლობელი რჩება, ბოლო 3 გუნდი კი B დივიზიონში ვარდება.

ევროპის ჩემპიონატი. ფინალური ეტაპი. ტალინი. 16 ივნისი
საქართველო 52:74 ესტონეთი
21-9, 27-12, 18-9, 19-14

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული