16-წლამდელთა ნაკრებმა ბულგარეთში მასპინძლები 63:62 დაამარცხა

AutoSharing Option
16-წლამდელთა ნაკრები წარმატებით აგრძელებს საერთაშორისო საკონტროლო მატჩების სერიას.

გია კაზანჯიანის გუნდმა გასულ კვირას ესტონეთში წაგების შემდეგ მასპინძლები მეორე მატჩში დაამარცხა, 16 ივლისის დილას კი ბულგარეთში ჩავიდა და საღამოს მასპინძელ თანატოლთა ნაკრები დრამატულ ბრძოლაში 63:62 დაამარცხა.

ქართველებმა შეხვედრა შედეგიანად დაიწყეს და პირველი მეოთხედის 24:22 მოგების შემდეგ უპირატესობას სათავისოდ ზრდიდნენ.

შედეგიანად ირჯებოდა ვილი ისიანი, ასევე, ქუთაისელი ვიტალი ცქიფურიშვილი. მესამე პერიოდის ბოლოსთვის ქართველების უპირატესობამ 10 ქულას მიაღწია - 49:39.

ბოლო ათწუთეულში ქართველებს დაღლა დაეტყოთ, რაც ლოგიკური იყო. კაზანჯიანის გუნდი გამთენიისას ჩავიდა ბულგარეთში და
მოთამაშეებმა ძალების აღდგენა სრულად ვერ მოასწრეს.

ბოლო წუთებზე მასპინძლებმა ჩამორჩენის შემცირება მოახერხეს, მაგრამ მატჩის მოგების რეალური შანსი არ მისცემიათ.

ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით ბულგარელებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მატჩიც დასრულდა - 63:62.

17 ივლისს, თბილისის დროით 19:00 საათზე, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები მეორე საკონტროლო მატჩს გამართავს, რის შემდეგაც თბილისში დაბრუნდება.

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი. ბულგარეთი. ბლაგოევგრადი. 16 ივლისი
ბულგარეთი 62:63 საქართველო
22:24, 9:12, 8:13, 23:14
საქართველო: ალიევი (5), გოგალაძე (7), ლომიძე (10), გოგობერიშვილი (4), ისიანი (13); თვალაბეიშვილი (2), კერესელიძე (6), ცქიფურიშვილი (13), ცირეკიძე (3), ქვარაია, ნუცუბიძე, სანაია, აფხაზავა

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული