საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონში მეშვიდე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
სარაევოში (ბოსნია) 18 აგვისტოს 16 წლამდე კალათბურთელ ვაჟთა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის პირველობა დამთავრდა, რომელშიც 22 გუნდი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებმა, როგორც გულშემატკივრებმა იციან, ჯგუფურ ტურნირში მე-2 ადგილი დაიკავა და მეორე რაუნდში ელიტის სამი საგზურისთვის ბრძოლის შანსი შეინარჩუნა, მაგრამ საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწია, რადგან ზედიზედ ორი შეხვედრა დათმო მასპინძლებთან და დანიელებთან.

მე-5 ადგილისთვის პაექრობისას გია კაზანჯიანის შეგირდები ინგლისის ნაკრებთანაც დამარცხდნენ - 52:80 (10:14, 14:26, 14:22, 10:18).

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესოები იყვნენ გოგალაძე (15), თვალაბეიშვილი (14) და ლომიძე (6). ბრიტანელთაგან განსაკუთრებით ეიბოა გამოირჩა
21 ქულითა და 13 მოხსნით; სტილმა - 17, ხოლო ქნოუელსმა 14 ქულა შესძინა საკუთარ გუნდს. ჩეხეთმა მაკედონიას აჯობა - 82:75.

18 აგვისტოს საბოლოო ადგილების გასანაწილებლად ბოლო შეხვედრები გაიმართა. მე-7 ადგილისთვის საქართველო მაკედონიასთან არკვევდა ურთიერთობას.

საქართველო-მაკედონია 86:64
22:9, 17:22, 29:14, 18:19
საქართველო: ალიევი (4), კერესელიძე (4), ქვარაია (1), გოგალაძე (11), ცქიფურიშვილი (10), აფხაზავა, ლომიძე (17), თვალაბეიშვილი (2), ცირეკიძე (17), გოგობერიშვილი (8), ისიანი (12), გიორგაძე.
მაკედონია: ტოდოროვიჩი (18), დიმიტროვიჩი (15)...

თავიდან ქართველები დაწინაურდნენ, მაგრამ მე-4 წუთისთვის მაკედონიელები 9:5-ით გავიდნენ წინ. ამის შემდეგ ბალკანელებმა პირველი ათწუთიანი მონაკვეთის ბოლომდე ქულის მოპოვება ვერ შეძლეს, გია კაზანჯიანის შეგირდებმა კი 22 ქულა მოაგროვეს.

მეორე პერიოდში მაკედონიელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს, თუმცა დიდი შესვენების შემდეგ უპირატესობას ისევ ქართველები დაეუფლნენ, მატჩი 86:64 მოიგეს და მე-7 ადგილზე გავიდნენ. მე-5 ადგილისთვის პაექრობაში ჩეხეთმა ინგლისი დაჯაბნა - 72:58.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული