საქართველოს კალათბურთელთა ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეთა ვინაობა გაირკვა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპამ წილისყრის შედეგად გაარკვია საქართველოს სამი ასაკობრივი ნაკრების მომავალი მეტოქეები.

ჩვენი კადეტები, ჭაბუკები და ახალგაზრდები ამ ზაფხულს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ჩაებმებიან. ამ შეჯიბრებას სხვა სახელწოდებაც აქვს - B დივიზიონი.

ახალგაზრდები
20-წლამდელთა ნაკრებს 9-19 ივლისს უნგრეთის ქალაქ სეკეშფეხერვარში მოუწევს ასპარეზობა, სადაც B ჯგუფში მისი მეტოქეები იქნებიან: ლუქსემბურგი, ჩერნოგორია, პორტუგალია და სავარაუდოდ, კოსოვო.

იასპარეზებს თუ არა ეს უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატზე, ფიბა-ს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელმაც კოსოვოს საკუთარ ორგანიზაციაში მიღება-არმიღების საკითხი უახლოეს მომავალში უნდა გადაწყვიტოს.

კალენდარი
9 ივლისი
ლუქსემბურგი-ჩერნოგორია
პორტუგალია-კოსოვი

10 ივლისი
საქართველო-ლუქსემბურგი
ჩერნოგორია-პორტუგალია

11 ივლისი
კოსოვო-ჩერნოგორია
საქართველო-პორტუგალია

12 ივლისი
ლუქსემბურგი-პორტუგალია
საქართველო-კოსოვო

13 ივლისი
ჩერნოგორია-საქართველო
კოსოვო-ლუქსემბურგი

ჭაბუკები
18-წლამდელთა ნაკრები 23 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით ავსტრიის ქალაქ ობერვარტში იასპარეზებს. საქართველო C ჯგუფში მოხვდა პორტუგალიასთან, შოტლანდიასთან, რუმინეთთან, შვედეთსა და სლოვაკეთთან ერთად.

კალენდარი
23 ივლისი
საქართველო-შვედეთი
შოტლანდია-რუმინეთი
სლოვაკეთი-პორტუგალია

24 ივლისი
პორტუგალია-შვედეთი
რუმინეთი-სლოვაკეთი
საქართველო-შოტლანდია

25 ივლისი
რუმინეთი-პორტუგალია
შოტლანდია-შვედეთი
საქართველო-სლოვაკეთი

26 ივლისი
პორტუგალია-შოტლანდია
საქართველო-რუმინეთი
შვედეთი-სლოვაკეთი

27 ივლისი
საქართველო-პორტუგალია
სლოვაკეთი-შოტლანდია
რუმინეთი-შვედეთი

კადეტები
16-წლამდელთა ნაკრები 6-16 აგვისტოს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში იასპარეზებს. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი ნაკრები C ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან უნგრეთი, შვეიცარია, ბელგია, ლუქსემბურგი და ბელორუსი.

კალენდარი
6 აგვისტო
ლუქსემბურგი-შვეიცარია
საქართველო-ბელგია
ბელორუსი-უნგრეთი

7 აგვისტო
უნგრეთი-ლუქსემბურგი
ბელგია-ბელორუსი
საქართველო-შვეიცარია

8 აგვისტო
ბელგია-უნგრეთი
საქართველო-ლუქსემბურგი
ბელორუსი-შვეიცარია

9 აგვისტო
უნგრეთი-საქართველო
შვეიცარია-ბელგია
ლუქსემბურგი-ბელორუსი

10 აგვისტო
შვეიცარია-უნგრეთი
საქართველო-ბელორუსი
ბელგია-ლუქსემბურგი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული