U16. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა თურქეთის ქალაქ კონიაში მიმდინარე წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირზე მეორე მატჩი გამართა და წარმატებული სტარტის შემდეგ მარცხი განიცადა.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდის მეტოქე ტურნირის ფავორიტი საფრანგეთი იყო.

ფრანგებმა პირველ ტურში ლიტვა 66:56 დაამარცხეს, ქართველებმა კი მონტენეგროს 72:53 სძლიეს.

ქართულ-ფრანგული დაპირისპირება ამ უკანასკნელთა გამარჯვებით დასრულდა. ფრანგებმა პირველი მეოთხედი 27:6 მოიგეს და მატჩის ბედი ნაადრევად გაარკვიეს. საბოლოოდ, საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები 33:79 დამარცხდა.

ქართველთაგან 10-ქულიანი ზღვარი მხოლოდ ზაურ ჯანელიძემ დაძლია, რომელმაც 26 წუთში 11 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა.

მონტენეგროელებთან მატჩის საუკეთესო მოთამაშემ,
გოგა ბითაძემ
ფრანგებთან 6 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

მეორე ტურში B ჯგუფში კიდევ 2 მატჩი გაიმართა. მონტენეგრომ, რომელიც ქართველებმა პირველ ტურში 19 ქულით დაამარცხეს, რუსეთს 88:81 სძლია, ხოლო ლიტვამ ლატვია 78:39 გაანადგურა.

მესამე ტურში საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ ფავორიტს, ლიტვას შეხვდება.

წყარო: gbf.ge

ასევე იხილეთ:
U16. ქართველმა კალათბურთელებმა საერთაშორისო ტურნირი ჩერნოგორიის განადგურებით დაიწყეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული