U16. საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა კონიას საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფის ბოლო მატჩი ლატვიასთან წააგო და ამ გუნდს მე-3 ადგილი დაუთმო.

ჯგუფის საუკეთესო 2 გუნდი - საფრანგეთი და ლიტვა ნახევარფინალში გავიდა, საქართველო და ლატვია კი მეორე ჯგუფის III და IV-ადგილოსნებთან ერთად ამ წარმომადგენლობითი ტურნირის V-VIII ადგილებისთვის იბრძოლებენ.

ქართველებმა ლატვიასთან 49:66 წააგეს.

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდმა ტემპს ვერ გაუძლო და ბოლო მეოთხედში წააგო, მანამდე კი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა და ძნელი სათქმელი იყო, რომელ გუნდს დარჩებოდა გამარჯვება.

საქართველოს ნაკრებში საუკეთესო შედეგი აკაკი ფიფიამ დააფიქსირა, რომელმაც 15 ქულა
მოაგროვა.

11 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი გოგა ბითაძის ანგარიშზეა.

ნიკა ჩეჩელაშვილის ანგარიშზე 12 ქულა დაგროვდა.

12 მოხსნა და 4 ქულა მოაგროვა ზაურ ჯანელიძემ.

საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა და ტურნირზე ასპარეზობას V-VIII ადგილებისთვის ბრძოლით განაგრძობს.

ხვალ, 5 თებერვალს, ჩერქეზიშვილის გუნდი "ა" ჯგუფში მე-3 ადგილზე გასულ ბოსნიას შეხვდება.

მეორე წყვილში ლატვია და ჩინეთი ითამაშებენ.

ამ წყვილებში გამარჯვებულები ერთმანეთს მე-5 ადგილისთვის მატჩში შეხვდებიან, ხოლო წაგებულები მე-7 ადგილისთვის ითამაშებენ.

წყარო: gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული