U18. საქართველოს ნაკრები ბელგიაში კოკა-კოლას გრანდიოზულ საშობაო ტურნირზე გაემგზავრა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს, გამთენიისას ბელგიაში გაემგზავრა, სადაც კოკა-კოლას გრანდიოზულ საშობაო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ტურნირში მთლიანობაში 50-ზე მეტი გუნდი იასპარეზებს, რომელთა შორისაც არიან როგორც ვაჟთა, ისე გოგონათა 12-19 წლამდელებით დაკომპლექტებული გუნდები.

საქართველოს ნაკრები 1 წლით უფროს, 19-წლამდელთა ტურნირში ასპარეზობს, რომელშიც 8 კლუბია.

თამაშები საფრანგეთის მოსაზღვრე ქალაქ კორტრეკში გაიმართება. ტურნირზე მხოლოდ საქართველო და ბელგია არიან ეროვნული (18-წლამდელთა) ნაკრებებით წარმოდგენილნი, დანარჩენები ევროპის ცნობილი კლუბების წარმომადგენლები არიან. ჩვენს ჯგუფში იტალიური "რომა" (U-19), ესპანური "გრან კანარია" (U-19) და ბელგიის 18-წლამდელთა ნაკრები არიან. მეორე ჯგუფი
შეადგინეს სერბულმა "ბელგრადმა" (U-19), ისრაელის "აკადემიამ" (U-19), ჩეხურმა USK-მა (U-19) და ბელგიურმა "ანტვერპენმა" (U-19).

1 წრის შემდეგ გუნდები ჯგუფებში ადგილებს გაინაწილებენ. ჯგუფების გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში შეხვდებიან, მეორეადგილოსნები კი მე-3 ადგილისთვის მატჩში დაუპირისპირდებიან. ასევე ითამაშებენ III და IV ადგილებზე გასული გუნდები შესაბამისი ადგილების გასანაწილებლად.

მომზადებულია gfb.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული