U18. საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია გაანადგურა

AutoSharing Option
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მაკრედონიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მეორე, ვარჯიშის დარი მატჩი ჩაატარა.

გია კაზანჯიანის გაწვრთნილმა გუნდმა 29 ივლისს, პირველ მატჩი ალბანეთი 55 ქულით გაანადგურა, მეორე დღეს კი არანაკლები მარცხი შოტლანდიას აგემა. საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები 53 ქულით დაჯაბნეს და 2 ტურის შემდეგ, ტურნირის მონაწილე 24 გუნდს შორის საუკეთესო შედეგი აქვთ. ორიდან 2 მოგებითა და ბურთების +98 შეფარდებით გაერთიანებულ ცხრილში ქართველები ყველას ზევიდან დაჰყურებენ.

შოტლანდია რომ საქართველოს კალიბრის ნაკრები არაა, ვიცოდით და ბრიტანელებს გარდაუვალი მარცხი არ
ასცდებოდათ. კარგია, რომ კალენდარი საჩვენოა და კაზანჯიანის გუნდს ტურნირის საწყის 2 მატჩში აუტსაიდერები შეხვდნენ, რომლებთან მატჩებიც მწვრთნელთა შტაბმა (კაზანჯიანი, მიხეილ კობეშავიძე, არჩილ ჟღენტი) გუნდის შესათამაშებლად, კომბინაციების დასახვეწად და ზოგადად, სავარჯიშოდ გამოიყენა.

მოედანზე კვლავ ყველა გავიდა და სათამაშო დროც თითქმის თანაბრად გადანაწილდა. 6 ქართველი 10-ქულიან ზღვარს ასცდა, რომელთაგან ორმა - გიორგი კორსანტიამ და გოგა ბითაძემ ორმაგი დუბლები გაიფორმეს. ამ უკანასკნელმა, 13 ქულა და 12 მოხსნა მიითვალა, კორსანტიას ანგარიშზე კი 12 ქულა და 18 მოხსნა დაგროვდა. 13-13 ქულას ნიკა ლეონიძემ და ლუკა ბულაშვილმა უწიეს, ნიკა დარბაიძემ კი 14 ქულა მიითვალა.

მომდევნო ტურში, 31 ივლისს, საქართველოს ნაკრები ინგლისს შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწრება.

ევროპის U18 ჩემპიონატი B დივიზიონი. სკოპიე. მაკედონია. 30 ივლისი
შოტლანდია 48:101 საქართველო

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
ადმინ, აბა წინამდებარე კომენტარი გამოსაქვეყნებელია?! რა უნდა აქ წერა-კითხვის უცოდინრებს, როცა საკუთარი აკრეფილი ტექსტის შინაარსს თვითონ ვერ გაიგებენ, თუ შენც მაგ ენაზე საუბრობ? ატვირთვამდე გადაიკითხეთ ტექსტი თქვე დალოცვილებო.
murtalo
11:30 01-08-2016
0
მიხარიანეტა ინგლისთან გიარა შედ
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული