U18. საქართველო-სლოვაკეთი 48:68 - საბედისწერო ჩავარდნა

AutoSharing Option
საქართველოს 18 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბარიერი ვერ გადალახა.

არადა, ჩვენმა გუნდმა საწყისი ოთხი მატჩი მშვენივრად ჩაატარა და ოთხივე მოიგო. ყველაფერი სლოვაკეთთან მატჩს უნდა გადაეწყვიტა.

სლავებსაც ერთი წაგება ჰქონდათ (უკრაინასთან დამარცხდნენ, 61:78) და უკრაინელებსაც (ჩვენს გუნდთან, 71:72), სლოვაკების ქართველებთან გამარჯვების შემთხვევაში დაითვლებოდა ამ სამი გუნდის ურთიერთშეხვედრებში მიღებულ-ჩაგდებული ბურთები და მეოთხედფინალშიც ორი საუკეთესო გავიდოდა.

სამწუხაროდ, ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაში ჩაგვივარდა და 20 ქულის სხვაობით დავმარცხდით. შედეგად, უკრაინას +16 მოუგროვდა, სლოვაკეთს +3, საქართველოს -16...

ასე და ამგვარად, ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას
სლოვაკეთი და უკრაინა განაგრძობენ, საქართველოს ნაკრები კი მეცხრე-მეთექვსმეტე ადგილების გადანაწილებისთვის საკლასიფიკაციო მატჩებში ჩაერთვება.

U18. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი
3 აგვისტო, სკოპიე (მაკედონია)
საქართველო-სლოვაკეთი 48:68
16:16, 12:19, 11:19, 9:14
საქართველო: ლეონიძე (8ქ), ბითაძე (6ქ, 3დ, 13მ), ბაბილოძე (10ქ, 6მ), ფიფია, დარბაიძე (6ქ, 3პ), კორსანტია (4ქ), ლოლიშვილი (2ქ), ბულაშვილი (11ქ, 6მ), გვიანიძე (1ქ), აკობია.

გუნდი თ მ წ ქ
1. უკრაინა 5 4 1 9
2. სლოვაკეთი 5 4 1 9
3. საქართველო 5 4 1 9
4. ინგლისი 5 2 3 7
5. შოტლანდია 5 1 4 6
6. ალბანეთი 5 0 5 5

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გადამწყვეტ მომენტში რომ სრ ჩავიქაქოთ ქართველებმა ისე არ შეგვიძლია რაა...ამ ჩვენი მენტალიტეტის გამო დარწმუნებული ვიყავი რომ ასეთი ანგარიშით წავაგებდით...ეს თამაში გუნდმა კი არა მენტალიტეტმა წააგო..
azazelo
00:44 05-08-2016
0
ყოღაღ ბიჭებს, აშკარად ძალები არ ეყოთ, მაგრამ ცხვირი არ უნდა ჩამოუშვათ!
irakli
18:22 04-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული