ბითაძის 21 ქულა, მაკფადენის 6 სამიანი - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თბილისის საერთაშორისო თასის ფინალში საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო 84:79 დაამარცხა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ზუროსმა პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია ბითაძე. მაყურებელმა თავიდანვე თვალსასეირო თამაში იხილა, კარგი იყო ბითაძე, რომელმაც ხუთი ქულა ჩააგდო, მათ შორის ერთი სამიანი. ასევე გამორჩეული გახლდნენ სანაძე და მამუკელაშვილი და პირველი მეოთხედი 26:16 დასრულდა. მეორე პერიოდში მეტოქემ ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა საქართველოს ნაკრებმა 11-ქულიანი გაქცევით უპასუხა. აღსანიშნავია შენგელიას აქტიურობა და მაკფადენის ზუსტი ოთხი სამქულიანი. მონტენეგრომ ბოლოსკენ ანგარიში შეამცირა და პირველი ტაიმი 45:39 მოვიგეთ.

დიდი
შესვენების
შემდეგ საქართველოს ნაკრებმა რამდენიმეჯერ დაკარგა ბურთი, სლავები კი წინ გავიდნენ, რომელთა რიგებში ვუჩევიჩი გამოირჩეოდა, ბოლოს მაკფადენმა სამიანი ჩააგდო და დასკვნითი მეოთხედის წინ ტაბლოზე 58:60 დაფიქსირდა.

ბოლო მეოთხედიც ძალიან დაძაბული გამოვიდა, ბითაძის ძალისხმევით 7 ქულით დავწინაურდით, მაკფადენის მეექვსე სამიანმა უწია მიზანს, მონტენეგრომ შეხვედრის დასასრულს სხვაობა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება საქართველოს ნაკრებს დარჩა.

21 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბითაძე გახდა. მაკფადენმა 19 ჩააგდო, შენგელიამ 14, მამუკელაშვილმა და სანაძემ  10-10, შერმადინმა 7, ანდრონიკაშვილმა 3, ჯინჭარაძემ კი - 1. სტუმართა გუნდიდან 18 ქულა ივანოვიჩის ანგარიშზეა, ხოლო ვუჩევიჩმა 15 ქულა მიითვალა.

მკითხველის კომენტარები / 20 /
იქნებ დაგვისახელო პატივცემულო ვინ გვყავს ეს გამთაბაშებლები, ჩვენც გაგვაცანით, არ მითხრათ ახლა ესპანეთის მე-4 ლიგიდან ვერ ამოსული ბულაშვილიო.
vaahahas
22:46 14-08-2023
0
ძალიან დიდი მადლობა შენგელიას ყველაფრისათვის, რაც მან საქართველოს ნაკრებისთვის გააკეთა, ალბათ რომ არა ის, ჩვენი ნაკრები ახლა ამ დონეზე არ იქნებოდა, მაგრამ დღეს, აი ამ წუთს მას მამუ სჯობია 4 ნომრის პოზიციაზე, ძალიან ბევრჯერ კარგავს ბურთს, ძალიან ქაოტურია ჩვენი ნაკრები, როცა ის მოედანზეა, თითქოს მამუს იგნორს უკეთებს, მე ასე მომეჩვენა, იმედია ვცდები. მოკლედ რომ გითხრათ: აქცენტი უნდა გაკეთდეს მამუკელაშვილზე და არა შენგელიაზე. სროლაა და შენგელიას მაჯა ძალიან უხეში აქვს, შესვლებია და არც მაგაშია მამუზე ძლიერი, ოდნავ ვითომ დაცვაში უფრო აქტიურია თოკო, მაგრამ საბოლოო ჯამში მამუ ბევრად ეფექტური და სარგებლიანია ნაკრებისათვის, ვიდრე თოკო. არაფერი პირადული, პირიქით, ქედს ვიხრი შენგელიას გმირობებზე, რაც მან გააკეთა ჩვენი ნაკრებისთვის, მაგრამ დღეს მამუ უკეთესი კალათბურთელია, ვიდრე შენგელია. ეს პრობლემა მწვრთნელის გადასაწყვეტია. შენგელია კაპიტნად, მამუ 4 ნომრად სასტარტოში.
ბადრი
14:24 14-08-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული