გაუ-მ ტყიბულში მეორე მატჩიც მოიგო და ორბთან სერია მე-5 გადამწყვეტ მატჩამდე მიიყვანა

AutoSharing Option
სუპერლიგის ორი მეოთხედფინალური სერია მე-5 მატჩამდე მივიდა. თსუ-სა და კავკასიის წყვილში გადამწყვეტი შეხვედრაა დანიშნული და იგივე ამბავია გაუ-სა და ორბის წყვილში. დღეს, ტყიბულში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის გუნდმა გაუ-მ დაძაბულ ბრძოლაში ორბი 73:69 (სტატისტიკა) დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა – 2:2.

სერიის საწყისი 2 მატჩი თბილისი არენაზე გაიმართა, სადაც ორჯერვე ორბმა იმარჯვა და ორმაგ მოედნის უპირატესობას დაეუფლა. დავით როგავას გაწვრთნილი გაუ ტყიბულში საბრძოლველად გაემგზავრა და ზედიზედ 2 შეხვედრაში იმარჯვა. ისე გამოვიდა, რომ გუნდებმა მეტოქის მოედანზე 2-2 შეხვედრა მოიგეს და საქმე მე-5, გადამწყვეტ
მატჩამდე მივიდა, რომელიც თბილისი არენაზე 30 აპრილს, 16:30 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება სერიის დღეს გამართულ მე-4 მატჩს, ის ძალიან დაძაბული გამოდგა. მართალია, გაუ-მ მეორე პერიოდი 21:12 მოიგო და ლიდერობას დაეპატრონა, თუმცა ორბი ბევრით არ რჩებოდა და სტუმრებს აქტიურად კვალში ედგა. მესამე პერიოდი მასპინძლებმა 4 ქულით – 23:19 მოიგეს და ბოლო პერიოდის წინ 3 ქულითღა ჩამორჩებოდნენ.

შეხვედრა სტუმართა ლიდერობით განახლდა და ასე გაგრძელდა ბოლო წუთებამდე, როცა ორბმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა (61:61), შემდეგ კი წინაც გავიდა – 65:63. დაჩენილ 5 წუთში გაუ დაცვამ გადაარჩინა, რითაც ხელს უშლიდა მასპინძლებს შეტევების დაგვირგვინებაში, ხოლო შეტევაში საკვანძო სროლები ჩააგდო მიქაელ უგრეხელიძე. მისმა ორქულიანმა ლიდერობა დაუბრუნა გაუ-ს (66:65), ხოლო სამქულიანი სროლის შემდეგ თავისი გუნდი 71:65 დააწინაურა.

მართალია, მატჩის დასრულებამდე 2,30 წუთი იყო დარჩენილი, მაგრამ სტუმრების გააზრებულმა თამაშმა გაუ გამარჯვებამდე მიიყვანა. თბილისურმა გუნდმა საბოლოო ჯამში 3-ქულიანების ხარჯზე მოიგო. ორბმა მეტოქეზე მეტი ორიანი და საჯარიმო ჩააგდო, აი, სამქულიანებში კი გაუ-მ 4-ით მეტი შოი სროლა ჩააგდო, რაც საბოლოო შედეგზე აისახა.

გამარჯვებულთაგან 15 ქულითა და 13 მოხსნით საუკეთესო შედეგი აიზია სმოლმა დააფიქსირა. 23 ქულა მიითვალა თევის სმიტმა, ენდრიუ ლუისის ანგარიშზე კი 14 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი დაგროვდა. ორბში 26 ქულით საუკეთესო იყო რაიან ჰოლანდი, 14-14 ქულა სოსო გოგნაძემ და მაიკლ ედვარდსმა მიითვალეს.

გაუ გავა ნახევარფინალში თუ ორბი, ამას 30 აპრილს, თბილისი არენაზე დანიშნული სერიის მე-5 მატჩი გადაწყვეტს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0