Planetrugby: ივანიშვილმა და აფრასიძემ "ევროპა გაანათეს"

AutoSharing Option
ცნობილმა სარაგბო ვებგვერდმა Planetrugby-მ, ჩემპიონთა თასისა და ჩელენჯ თასის მეორე ტურის გამორჩეული მოთამაშეები შეარჩია.

"ეს იყო გამორჩეული უიქენდი განვითარებადი ერებისთვის, განსაკუთრებით, "შავი ლომისთვის", რომელმაც მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა, ამჯერად ჩელენჯ თასის სადებიუტო სეზონში“ – წერს გამოცემა, რომლის საუკეთესო ხუთეულში ლუკა ივანიშვილთან და გელა აფრასიძესთან სამი კუნძულელი მოხვდა.

ლუკა ივანიშვილი "სქარლეთსთან":


"როგორც ჩანს, ქართველებისთვის ტრადიციად იქცა უელსელებისთვის გულის დაწყვეტა. 2022 წელს "ბორჯღალოსნებმა" უელსი დაამარცხეს, ამ უქმეებზე კი "შავმა ლომმა" ჩელენჯ თასზე უელსური მეტოქე გაანადგურა.

მაღალი სტანდარტი და მომაკვდინებელი დაცვის ხაზი გაუვალი
აღმოჩნდა "სქარლეთსისთვის" და მას შემდეგ, რაც მოედანზე მტვერი დაჯდა, გამარჯვება ქართულ გუნდს დარჩა. ლუკა მატკავა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, თუმცა ჩვენი აზრით, შექებას "შავი ლომის" 8 ნომერი ლუკა ივანიშვილი არანაკლებად იმსახურებს.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მოთამაშემ ჰლანეჰლიში შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა, შეასრულა 15 ბოჭვა, ბურთით ხელში 8-ჯერ შეუტია და ორჯერ გაახერხა თერნოვერი, რითაც "სქარლეთსი" საკუთარ ნახევარზე დააბრუნა. ფიზიკურად ძლიერი ფორვარდი შეუდარებელი იყო და არცთუ კარგი სტარტის შემდეგ თანაგუნდელებს ხასიათი გამოუკეთა. მისი აგრესია და სიკაშკაშე ერთ-ერთი ფაქტორი იყო, რამაც "შავ ლომს" მეორე ტაიმში კომფორტული უპირატესობა მოუტანა".

Sportall.Ge

გელა აფრასიძე (ჩემპიონთა თასზე):

"ჩვენ სამართლიანად, ხშირად ვაქებთ შერკინების ნახევარმცველებს: ანტუან დიუპონს, სანტიაგო არატეს და ბაპტისტ სერენის, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ გელა აფრასიძე, რომელმაც გასულ პარასკევს შესანიშნავი თამაში ჩაატარა.

მას არ ჰქონია განსაკუთრებული სტატისტიკა და ეს გასაგებია, რადგან მისი ოსტატობა უმეტესად რაქების დროს ჩანდა, რომელსაც აფრასიძე სისწრაფესა და ინტენსივობას სძენდა, რამაც მასპინძლებს ბოლომდე თამაშში დარჩენის შესაძლებლობა მისცა.

გადაცემების 100%-იანი სიზუსტე და ლიდერული თვისებები არის ის, რაც გელა აფრასიძეს "ბეიონისთვის" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოთამაშის ფუნქციას სძენს".

Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
იამაყე ბიძინა
1
ივანიშვილი,მართლაც ძალიან მძლავრი იყო,თუმცა მე ამას უკვე მივეჩვიე და აღარც მიკვირს.გელა აფრასიძემ კი,ცოტა ხანი ითამაშა და ისე მკვეთრად ააჩქარა თამაში,რომ სანამ მეტოქე ალღოს აუღებდა,თამაშში უკვე გარდატეხა იყო მოხდენილი.
სოსო
00:38 20-12-2023
0

სიახლეები პოპულარული