"შეწყვიტონ ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე" - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მიმართვა სარაგბო ოჯახს!

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვეცადე, არ დამეფიქსირებინა რაიმე პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, დავდექით იმ სამწუხარო ფაქტის წინაშე, რომ მიმდინარეობს ჩვენს მორაგბეებზე და განსაკუთრებით, ეროვნული ნაკრების მოთამაშეებზე, ისევე, როგორც სხვა სპორტებზე, სერიოზული ზეწოლა. აქედან გამომდინარე, მოვუწოდებ ყველას, შეწყვიტონ ეს ზეწოლა და მისცენ სპორტსმენებს საშუალება, აკეთონ თავიანთი საქმე. იმავეს მოვუწოდებ მორაგბეებსაც, რომ აკეთონ თავიანთი პროფესიული და საყვარელი საქმე, თავიანთი შრომით და თავდადებით დადონ თითო აგური ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, კიდევ ერთხელ და მრავალჯერ გვასახელონ სხვადასხვა ჩემპიონატზე თუ ტურნირზე, რაც შეიძლება ბევრ ქვეყანაში
აგვეწიოს საქართველოს დროშა ამაყად.

ნუ დავივიწყებთ იმ პასუხისმგებლობას და მნიშვნელობას, რაც ეროვნული ნაკრების კვართის ტარებაა. მით უმეტეს, ბიჭებს წინ მნიშვნელოვანი თამაში ელით 3 მაისს "ლესტერ თაიგერსთან", რაც კიდევ ერთი წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია იმისაკენ, რომ ზუსტად იმ დიდი ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ, როგორიც არის "ექვსი ერის" ტურნირი, ევროპის პროფესიონალური სარაგბო კლუბების ჩემპიონატი და ა.შ.

ასევე, გუნდის წევრების მიერ გაკეთებულმა სხვადასხვა ხმამაღალმა განცხადებამ შეიძლება გამოიწვიოს განხეთქილება და დაპირისპირება ნაკრებში, რაც სრულიად დაუშვებელია და დამაზიანებელია იმ მიმართულებისთვის და მიზნისთვის, რისკენაც პატარ-პატარა თუ დიდი ნაბიჯებით, მაგრამ წინ და შეუპოვრად მიიწევს საქართველოს რაგბის კავშირი ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებთან ერთად. საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა აუცილებლად უნდა ითამაშოს ევროპულ ლიგებზე და ტურნირებზე, ამისათვის კი საჭიროა ერთიანობა და გუნდურობა.

გარდა ამისა, მინდა ყველას შევახსენო, რომ არა "ფონდი ქართუ" და ბიძინა ივანიშვილი, დღეს არ ექნებოდათ ბიჭებს ის ინფრასტრუქტურა და შესაძლებლობები, რაც გააჩნიათ, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა იმ შედეგების მიღწევა, რაც გაგვაჩნია. ასევე მთავრობის ხელშეწყობით და მხარდაჭერით არის, რომ დღეს საშუალება გვაქვს, მონაწილეობა მივიღოთ მნშივნელოვან ევროპულ ტურნირებში და ჩვენს ბიჭებს ჰქონდეთ ღირსეული პირობები ამისთვის. ეს მხარდაჭერა გვაძლევს სიმტკიცეს, რომ კიდევ უფრო მეტი ამბიცია გავიჩინოთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებში ჩავერთოთ და მივიღოთ მონაწილეობა, რათა ქართული დროშა მსოფლიოს სარაგბო ქვეყნების არენებზე ფრიალებდეს.

მშვიდობა ჩვენს ქვეყანას! და გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!

პატივისცემით – იოსებ ტყემალაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი

წყარო: Rugby.ge

მკითხველის კომენტარები / 71 /
თქვენი პრობლემა იმაშია,რომ ტოლობას სვამთ ამ კანონსა და რუსეთუმეობას შორის

ეს "სიმღერა" საქართველომ უკვე გაიარა 90-იან წლებში.
ეხლა ხდება მანიპულირება ჩვენს პატრიოტულ გრძნობებზე,მშვიდად და ყურადღებით დააკვირდით როგორ ვითარდება მოვლენები. ნახეთ ვინ აგორებს და მართავს პროტესტს,მიტინგებს(ოღონდ არ მითხრათ რომ ხალახი,აზროვნება ჩართეთ)

საქართველო პატარაა,მაგრამ მაინც მსოფლიოს ნაწილია,თან მნიშვნელოვანი
მარტვილელი
10:38 03-05-2024
9
ისე, გავიხსენოთ საიდან დაიწო ჩვენი რაგბისტობა, სინათლე რომ არ იყო, რაღაცა უცნაურად ჩართეს ტელევიზიაში საქართველო-რუსეთი, რუსებს მოგენა სჭირდებოდათ და ძალიან გვიტევდნენ და ბოლოს 6:6 თუ 12:12 დამთავრდა. მოკლედ ამათი ისტორიაც დამთავრდა, იმ ბრძენი კაცის ჟესტიანშიკის ჭკუაზე დადიან ეს გორილას-მაგვარი ვითომ ვაჭკაცები.
ეჰჰჰ
05:13 03-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული