ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე მურღვლიანმა სამი ოქროს, ვეკუამ კი ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (U20) მარიამ მურღვლიანმა (87 კგ) ოქროს, ხოლო გურამ ვეკუამ (102 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მურღვლიანმა ატაცში თავი 95/ 99/102 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში 120 / 123 კილოგრამი დასძლია და კვლავ ოქროს მედალი დაისაკუთრა. მარიამი ორჭიდში მოგროვილი 225 კილოგრამითაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.

ვეკუამ ატაცში 152/ 157/ 60 კილოგრამი დასძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა, აკვრაში დაძლეული 193/196 /198 კილოგრამით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამით კი
ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული