მექსიკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე (U20) მარიამ მურღვლიანმა (87 კგ) ოქროს, ხოლო გურამ ვეკუამ (102 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
მურღვლიანმა ატაცში თავი 95/ 99/102 კილოგრამს გაართვა, ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. ძალოსანმა აკვრაში 120 / 123 კილოგრამი დასძლია და კვლავ ოქროს მედალი დაისაკუთრა. მარიამი ორჭიდში მოგროვილი 225 კილოგრამითაც ოქროს მედლის მფლობელი გახდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე დადგა.
ვეკუამ ატაცში 152/ 157/ 60 კილოგრამი დასძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა, აკვრაში დაძლეული 193/196 /198 კილოგრამით ბრინჯაოს მედალს დაეუფლა, ორჭიდში მოგროვილი 358 კილოგრამით კი
ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.