"კარგად ვურტყი იდაყვები..." - კელვინ კატარმა ჭიკაძესთან ბრძოლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
16 იანვარს, UFC-ის წლის პირველ ღონისძიებაზე, გიგა ჭიკაძე კელვინ კატართან მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ამერიკელმა მებრძოლმა გარკვეული პერიოდის წინ თქვა, რომ ქართველთან გამარჯვება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. სამწუხაროა, რომ ამის თქმა გვიწევს, თუმცა ჩვენებურის წინააღმდეგ "ბოსტონელმა მკვლელმა" კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა შემოგვთავაზა.

ამ თემაზე კელვინმა Believe You Me-ს პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში ისაუბრა:

"მან "თეიქდაუნის" დროს კარგად დაიცვა თავი და დარტყმების დიდი რაოდენობა თავიდან აიცილა. ამის შემდეგ საუკეთესო დაცვა იყო მუდმივად შეტევაში გადასვლა, პრესინგზე მუშაობა და მისი დარტყმების ჩახშობა. შეტევისთვის მას
სჭირდება სივრცე. ჩვენ გვინდოდა წაგვერთმია ეს სივრცე და კრივის პოლიგონად გვექცია ბრძოლა... და იდაყვებს ატარებდა. უბრალოდ ვგრძნობდი, რომ კარგად ვურტყი იდაყვები; ვგრძნობდი, რომ მალე დაეცემოდა".

ამის საპირწონედ, უნდა ითქვას, რომ გიგამ აჩვენა ის, რაც აუცილებელი იყო მომავალი ჩემპიონის კანდიდატისგან, ბოლომდე დარჩა რვაკუთხედში და ბოლო წამამდე იბრძოდა.

მოგეხსენებათ, გასულ წელს მაქს ჰოლოვეიმ კელვინ კატარი უდიდესი უპირატესობით დაამარცხა, კელვინს კი სჯერა, რომ ჭიკაძე წაგებას არასწორად იღებს.

"ამ ტიპის ჩხუბის შემდეგ არასწორი პოზიციაა (გიგამ თქვა, რომ 10 ბრძოლიდან 9-ს მოუგებდა კელვინს). მაქსმა იმავე მდგომარეობაში ჩამაგდო, თუმცა ასე არ მისაუბრია. ეს უფრო ეგოს ჰგავს. მე კონცენტრირებული დავრჩი ყველაფერზე და შრომას დავუბრუნდი".

მომზადებულია sportskeeda-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
მაგრად ვქომაგობდი, მაგრამ თავიდანვე ვთქვი რომ წააგებდა გიგა. და ვფიქრობ რომ თუ ფიზიკურად კარგად არ მოემზადა და ტაქტიკაც სწორად არ შეაჩერა დამარცხდება კვლავ. არ მიწყინოთ!
ლუკა
21:21 02-02-2022
0
გიგას ამასთან რევანშს არავინ მისცემს უკვე, წესით ტოპ რეიტინგში მასზე უკან მდგომთან ექნება შემდეგი ჩხუბი, კატარისთვის არაფრის მომცემი არ იქნება ჭიკაძესთან მეორეჯერ ჩხუბი რეიტინგში წინ ვერ წავა გიგასთან მოგებით
0

სიახლეები პოპულარული