თბილისში ჯიუ-ჯიცუს რიგით მე-7 ტურნირი გაიმართა

AutoSharing Option
British international school-ის შენობაში, ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუს რიგით მე-7 ტური გაიმართა. მონაწილეობდა 200-მდე, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპორტსმენი, მათ შორის, 30-მდე გოგონა.

შეჯიბრება ორ მიმართულებაში გაიმართა - კიმანოთი (GI) და კიმანოს გარეშე (NO GI).

პირველი საპრიზო ადგილი 46-მა მონაწილემ მოიპოვა, მეორე საპრიზო ადგილიც - 46-მა, ხოლო მესამე ადგილზე 43 მონაწილე გავიდა. თითოეული მათგანი მედლებით და დიპლომებით დაჯილდოვდა.

საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ტური 2022 წელს ნიკა მურადაშვილმა და გიორგი ობოლაძემ დააფუძნეს და მათი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში სპორტის ეს სახეობა უფრო მეტად განვითარდეს, გახდეს პოპულარული,
გავიდეს საერთაშორისო დონეზეც და უახლოეს პერიოდში საქართველო ჯიუ- ჯიცუს ტურნირების ერთ-ერთ მსოფლიო ჰაბად გადაიქცეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული