რომეო ბერიძე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია

AutoSharing Option
ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრებმა ტირანაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა - რომეო ბერიძემ (60 კგ) ფინალში იასპარეზა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი ასპარეზობაში მერვედფინალიდან ჩაება: 12-4 მოუგო პოლონელ მოწინააღმდეგეს, 10-5 დაამარცხა ყაზახი მეტოქე, 3-1 გაიმარჯვა თურქ ფალავანთან ბრძოლაში, მაგრამ ფინალში გასულმა წააგო ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე ანვარ ალახიაროვთან და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა.

მსოფლიო ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ დიეგო ჩხიკვაძე (67 კგ), ოთარ აბულაძე (72 კგ), საბა მამალაძე (82 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ).

29
ოქტომბერს, ჩემპიონატის დასკვნით დღეს მედალოსნები გამოვლინდებიან დარჩენილ ხუთ - 55, 63, 77, 87, 130 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული