sportall.ge გილოცავთ ახალ, 2024 წელს!

AutoSharing Option
Sportall.ge გილოცავთ ახალ, 2024 წელს. ბედნიერების, სიკეთის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს, როგორც ყველა თქვენთაგანისთვის, ასევე ქართული სპორტისათვის.

ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი კარგი ამბავიც დაიწერა, ბევრი საინტერესო, ბევრი თქვენთვის უინტერესო. თქვენგან არც კრიტიკისა და არც შექების კომენტარები დაგვკლებია. განურჩევლად ყველას მადლობა გიხდით, რომ ჩვენი მკითხველი ხართ. გპირდებით, მომავალ წელს ჩვენც უკეთესები გავხდებით!

2023-ში კარგი და ცუდი დღეები გვქონდა, თუმცა ის დრო უკვე წარსულად იქცა. ახალი წელი ახალი მიზნებითა და ოცნებებით უნდა დავიწყოთ. ვისურვოთ, რომ 2024 წელს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
ვიხილოთ, ასევე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმაც ოლიმპიადაზე გასვლით გაგვახაროს, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მოიპოვოს, რა თქმა უნდა, ძიუდოისტებსა და ძალოსნებისგან წარმატებებით ისედაც განებივრებულები ვართ და წელსაც იმავეს იმედი გვაქვს.

ძალიან დიდ მადლობას გიხდით Sportall.ge-ს ერთგულ მკითხველს, რომ გასული სპორტული წელი ჩვენთან ერთად გაატარეთ. ბუნებრივია, შეცდომები გვქონდა, შესაძლოა, რაღაცები გამოგვრჩა და რაღაცები დაგვაგვიანდა, მაგრამ თქვენ მაინც ჩვენთან ხართ და ეს მოტივაციას გვმატებს!
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველას გილოცავთ 2024 წლის დადგომას! დაე ეს წელი ყოფილიყოს: ბედნიერების, სიხარულის და ჯამრთელობის მომტანი!
ქართველი თოვლის ბაბუა!
17:14 01-01-2024
0
ასევე გილოცავთ!
სად წეიღო?
16:25 01-01-2024
0

სიახლეები პოპულარული