sportall.ge გილოცავთ ახალ, 2024 წელს!

AutoSharing Option
Sportall.ge გილოცავთ ახალ, 2024 წელს. ბედნიერების, სიკეთის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს, როგორც ყველა თქვენთაგანისთვის, ასევე ქართული სპორტისათვის.

ჩვენს ვებ-გვერდზე ბევრი კარგი ამბავიც დაიწერა, ბევრი საინტერესო, ბევრი თქვენთვის უინტერესო. თქვენგან არც კრიტიკისა და არც შექების კომენტარები დაგვკლებია. განურჩევლად ყველას მადლობა გიხდით, რომ ჩვენი მკითხველი ხართ. გპირდებით, მომავალ წელს ჩვენც უკეთესები გავხდებით!

2023-ში კარგი და ცუდი დღეები გვქონდა, თუმცა ის დრო უკვე წარსულად იქცა. ახალი წელი ახალი მიზნებითა და ოცნებებით უნდა დავიწყოთ. ვისურვოთ, რომ 2024 წელს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
ვიხილოთ, ასევე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმაც ოლიმპიადაზე გასვლით გაგვახაროს, UFC-ის ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი მოიპოვოს, რა თქმა უნდა, ძიუდოისტებსა და ძალოსნებისგან წარმატებებით ისედაც განებივრებულები ვართ და წელსაც იმავეს იმედი გვაქვს.

ძალიან დიდ მადლობას გიხდით Sportall.ge-ს ერთგულ მკითხველს, რომ გასული სპორტული წელი ჩვენთან ერთად გაატარეთ. ბუნებრივია, შეცდომები გვქონდა, შესაძლოა, რაღაცები გამოგვრჩა და რაღაცები დაგვაგვიანდა, მაგრამ თქვენ მაინც ჩვენთან ხართ და ეს მოტივაციას გვმატებს!
მკითხველის კომენტარები / 10 /
ყველას გილოცავთ 2024 წლის დადგომას! დაე ეს წელი ყოფილიყოს: ბედნიერების, სიხარულის და ჯამრთელობის მომტანი!
ქართველი თოვლის ბაბუა!
01 იანვარი 2024 17:14
0
ცანცარა სანტა კლაუს, რო აცანცარებთ ყოველ წელს და ჩვენი მამა-პაპური თოვლის ბაბუა განდევნეთ, ნორმალურია? სხვა თუ არაფერი თავმოყვარეობის საკითხია! ჩემთან სახლში გვყვავს თოვლის ბაბუა ჩოხაში გამოწყობილი და ყოველ წელს ასე ვხვდებით, არავითარი სანტები, რომლებიც უფრო ცირკში თუ გამოდგებიან!
ლაშა
01 იანვარი 2024 17:30
0
ასევე გილოცავთ!
სად წეიღო?
01 იანვარი 2024 16:25
0
ჩვენც, გილოცავთ თქვენი ერთგული მკითხველები! ასევე ყველა იმ კარგ ადამიანებს ვულოცავთ, ვინც უმეტესად ობიექტურად შემოდის ამ საიტზე, სოსოს მეთაურობით! (სოსოს კომენტარები კითხვადია) მინდა ასევე საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის და მის ლამაზ ოჯახს მივულოცო და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო! ზურა.
SPORTALL.GE-s
01 იანვარი 2024 14:02
2
გილოცავთ! თქვენი საიტი ჩემთვის პირველია სპორტში
მამუკა
01 იანვარი 2024 13:46
0
გულით გილოცავთ.წარმატებები!!!
ბრაზი
01 იანვარი 2024 13:10
1
თქვენც გილოცავთ საუკეთესო სურვილებით
!
01 იანვარი 2024 12:29
0
მთელი გულით გილოცავთ ახალ 2024 წელს, sportal.ge-ს შემოგმედებით ჯგუფს. გისურვებთ წარმატებებს. უკვე რამდენი წელია თქვენი ერთგული მკითხველი ვარ, თქვენს გარეშე სპორტული სიახლეების გაგება ვერ წარმომიდგენია. ასევე ვულოცავ ახალ წელს თქვენს ერთგულ მკითხველს, იმედია 2024 წელს ავისრულებთ სანუკვარ ოცნებას და ჩვენს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ვიხილავთ ევრო 2024 წლის ფინალურ ეტაპზე!
წარმატებები.
ქობულეთიდან
01 იანვარი 2024 11:24
1
ვანდა ნარას როგორი კაბა ეცვა ახლ წელს რატომ არ გაგვაგებინეთ? :))))))))
Lebron
01 იანვარი 2024 10:19
3
კაბა, აცვია კი?
ეეე? Lebron, ეგ როგორ შეგეშალა?
01 იანვარი 2024 14:05
1

სიახლეები პოპულარული