სილქნეტი - მსოფლიო თასის ღონისძიებების მხარდამჭერი

AutoSharing Option
ზამთრის მთავარი მოვლენა საქართველოს მთის  კურორტებზე აქტიურად
გრძელდება. მსოფლიო თასი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით 
დასრულდა. 17 ქვეყნის 90 სპორტსმენმა დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა
გულშემატკივარს. საერთაშორისო შეჯიბრი FIS-ის ეგიდით იმართება და
საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს. 

მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს პირდაპირ ეთერში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიო თასს. შემდეგ
ეტაპს სკი კროსის დისციპლინაში ბაკურიანი 10-11 თებერვალს უმასპინძლებს.
მსოფლიო თასის ეტაპებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS)
წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც საუკეთესო შეფასებას აძლევენ
გუდაურში გამართულ შეჯიბრებს.

„სნოუბორდ კროსის  ტურნირისთვის საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. მონაწილე გუნდებიდან და
სხვადასხვა
ქვეყნის სპორტსმენებიდან მხოლოდ კარგი გამოხმაურებაა. ეს
სწორედ ის შემთხვევაა, როცა  გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების
პოპულარიზაცია“ - აცხადებს FIS -ის დელეგატი, უვე ბაიერი.

ასეთი გამოხმაურება  გასულ წელს  მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით
ჩატარებამ განაპირობა.  საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის
მასპინძლობა  უდიდესი გამოცდილება იყო ქვეყნისთვის. შესაბამისად FIS -ის
მომდევნო წლების კალენდარში საქართველომ ისეთი ქვეყნების გვერდით
დაიმკვიდრა ადგილი, როგორებიცაა:  საფრანგეთი, კანადა, აშშ, შვეიცარია,
ნორვეგია და სხვა. სილქნეტი, როგორც ზამთრის სპორტის აქტიური
გულშემატკივარი და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური
სპონსორი,  2023-ის  მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი პარტნიორი და  წარმდგენი
იყო. 


„სილქნეტი დაარსების დღიდან  ზამთრის სპორტის მთავარი მხარდამჭერია .  ამ
მხარდაჭერამ განაპირობა  საქართველოს სათხილამურო ფედერაციის
საერთაშორისო დონეზე გასვლა და  საბოლოო ჯამში, წლების განმავლობაში
გაწეულმა შრომამ და  ძალისხმევამ, უმნიშვნელოვანესი შედეგი გამოიღო.  
საქართველომ 2018 წელს   საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის  ნდობა 
მოიპოვა და  პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, ბაკურიანი -2023  წარმატებით
ჩაატარა. ამ მოვლენის შემდეგ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა
ზამთრის სპორტის მასპინძელ ქვეყნებს შორის.  ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ 
დღეს საქართველო უკვე  FIS-ის ყოველწლიურ კალენდარშია. “ -  აცხადებს
სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კატო ჯავახიშვილი

10-11 თებერვალს ბაკურიანში სკი კროსის დისციპლინაში საქართველოს
ნაკრების წევრებიც მონაწილეობენ და არანაკლებ სანახაობას ჰპირდებიან
გულშემატკივარს.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თოვლი არის,მთები არის! ქართველი მოთხილამურები სად არიან და რა შედეგები აქვთ?
კოკო
12:47 11-02-2024
0
სილქნეტი- მაგიტომ არ უჩვენებთ დიდი მუზარადის ტურნირებს ჩოგბურთში არა? ვიცი არ დაბეჭდავთ, მაგრამ მაინც...
ვახო
13:58 08-02-2024
0

სიახლეები პოპულარული