ლეგენდა გარდაიცვალა

AutoSharing Option
ავსტრალიაში 96 წლის ასაკში გარდაიცვალა უნიკალური სპორტსმენი, რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ბილ როიკროფტი. სიკვდილის მომენტში ის ყველაზე ხანდაზმული ოლიმპიური ჩემპიონი იყო იმათგან, ვინც ავსტრალიაში ცხოვრობდა.

რომის თამაშების ოქრო როიკროფტმა 46 წლის ასაკში საცხენოსნო სპორტში მოიპოვა, თანაც იმ მედალზე დღემდე ლეგენდები დადის. საქმე ისაა, რომ შეჯიბრების დროის როიკროფტმა სერიოზული ტრავმები მიიღო, მაგრამ მაინც გავიდა ტრასაზე, დისტანცია ბოლომდე სუფთად გაიარა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

როიკროფტი ავსტრალიაში უნიკალური მიღწევის მფლობელია - ის ზედიზედ ხუთ ოლიმპიადაზე გამოდიოდა. ლეგენდარული ცხენოსანი კიდევ იმით არის
ცნობილი, რომ ორჯერ მოიპოვა ზაფხულის თამაშების ბრინჯაოს მედალი (1968 და 1976 წლებში) კონკურის გუნდურ ტურნირში. ამ შედეგის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ბილ როიკროფტი თავის სამ ვაჟთან - ბარისთან, უეინთან და კლარკთან ერთად გამოდიოდა.

2000 წელს სიდნეის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე როიკროფტმა შვიდ სხვა ლეგენდარულ ავსტრალიელ სპორტსმენთან ერთად არენაზე გამოიტანა ოლიმპიური დროშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული