ცხენოსნობა. მსოფლიო თასის ეტაპი. კავკასიის ლიგა

AutoSharing Option
საცხენოსნო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის კალენდრით 2012 წლის ახალი სპორტული სეზონის ერთ-ერთი პირველი ასპარეზობა - მსოფლიოს თასის გათამაშების ეტაპი "კავკასიის ლიგა" დაბრკოლებათა გადალახვაში ბაქოში მიმდინაროებს, რომლის საპრიზო ფონდი 150 ათასი ევროა.

გუშინ ამ პრესტიჟულ შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრების ლიდერმა შალვა გაჩეჩილაძემ. თბილისელი მხედარი (ცხენი ჩუვიგამი) პირველი იყო (არაკავკასიის ქვეყნების ცხენოსნები უკონკურსოდ მონაწილეობდნენ) კონკურენტთა შორის მთავარი პრიზის გათამაშებაში.

ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული წარმატებაა მის სპორტულ კარიერაში. უნდა ითქვას, რომ შარშან საქართველოს ცხენოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი დავით კეზერაშვილი) შალვა გაჩეჩილაძე გერმანიაში მიავლინა
ოსტატობის ასამაღლებლად, რაც უკვე აისახა კიდეც წლის დასაწყისშივე მის მიერ ნაჩვენებ შედეგში. სოლიდური ფულადი ჯილდოს გარდა, ჩვენმა მხედარმა ასევე სოლიდური ქულები ჩაიწერა მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.

თორნიკე გაჩეჩილაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული