ბრიტანეთის ნაკრებმა კონკურში გუნდური ასპარეზობა მოიგო

AutoSharing Option
ძალიან გაიხარეს 6 აგვისტოს ცხენოსნობის ბრიტანელმა მოყვარულებმა. პირველად ბოლო 60 წლის განმავლობაში, ბრიტანეთის ნაკრებმა მოიგო კონკურში გუნდური ასპარეზობა.

ამ გუნდის უკანასკნელი ტრიუმფი 1952 წლით თარიღდებოდა - მაშინ ბრიტანეთმა ჰელსინკის ოლიმპიადაზე გაიმარჯვა ამ ულამაზეს სახეობაში. სხვათა შორის, მედალიც დიდი ხანი არ ჰქონდა მოპოვებული - ბოლო პოდიუმი 28 წლის წინ, ლოს ანჯელესის თამაშებზე შედგა.

შესაძლო იყო, არც გუშინ გვეხილა მასპინძლების ტრიუმფი - ორი რაუნდის ჯამში ბრიტანეთი და ჰოლანდია ერთად მიდიოდნენ. ყველაფერი გადაწყვიტა ჰოლანდიელების - მიკაელ ვან დერ ვლოიტენისა და მარკ ჰოუტცაგერის შეცდომებმა,
რამაც ბრიტანეთის ნაკრებს გზა გაუხსნა ოქროს მედლებისკენ.

კონკური. გუნდური
1. ბრიტანეთი
(ნიკ სკელტონი, ბენ მაჰერი, სკოტ ბრაში, პეტერ ჩარლზი)
2. ჰოლანდია
(იურ ვრილინგი, მაიკელ ვან დერ ვლოიტენი, მარკ ჰოუტცაგერი, გერკო შრიოდერი)
3. ს. არაბეთი
(პრინც აბდულა ალ საუდი, ქამალ ბაჰამდანი, რამზი ალ დუჰამი, აბდულა ვალიდ შარბატლი)
4. შვეიცარია
5. კანადა
6. შვედეთი
6. აშშ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული