იან მილარი მეთერთმეტე ოლიმპიადას უმიზნებს

AutoSharing Option
ლეგენდარული კანადელი ცხენოსანი იან მილარი, რომელმაც ოლიმპიადებზე გამოსვლის რეკორდი დაამყარა, ოთხი წლის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროში აპირებს თავისი მიღწევის განახლებას.

"ჩემთვის ყველა ოლიმპიადა განსაკუთრებული იყო. ამიტომაც არცერთის გამოყოფა არ შემიძლია, თუმცა პეკინის თამაშები მაინც ცალკე დგას, რადგან სპორტსმენებს უყვართ კარგი შედეგების გახსენება.

ჩემი ცხენი რიო-დე-ჟანეიროსკენ იხედება და იქ ჩემს გარეშე ვერ გაემგზავრება", - ამბობს კანადელი სააგენტო "როიტერთან" ინტერვიუში.

მილარი, რომელსაც იანვარში 65 წელი შეუსრულდა, მეცხრე ადგილზე გავიდა კონკურის შეჯიბრში. მას ოლიმპიურ თამაშებზე დებიუტი 25 წლის ასაკში, მიუნხენის 1972 წლის ოლიმპიადაზე ჰქონდა.

მომდევნო
ათი ოლიმპიადიდან მან მხოლოდ ერთი გამოტოვა - მოსკოვის თამაშები, რომელსაც კანადამ პოლიტიკური ბოიკოტი გამოუცხადა.

უნდა აღინიშნოს, რომ მილარი არასოდეს ყოფილა ოლიმპიური ჩემპიონი. ერთადერთი მედალი მან ოთხი წლის წინ, პეკინში მოიგო - ეს იყო კონკურში გუნდური ასპარეზობის ვერცხლი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული